ირაკლი ღარიბაშვილი: „ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობის გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, სანაცვლოდ მივიღე მესამე „გადაგდება““
ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება
EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს

ანა ფოტიგა - არ გვაქვს უფლება, დავტოვოთ პარტნიორები ნაცრისფერ ზონებში, არ შეგვიძლია, დავუხუროთ ევროკავშირის კარი საქართველოს

ნახვები: 703 ანა ფოტიგა - არ გვაქვს უფლება, დავტოვოთ პარტნიორები ნაცრისფერ ზონებში, არ შეგვიძლია, დავუხუროთ ევროკავშირის კარი საქართველოს

არ გვაქვს უფლება, გავიმეოროთ შეცდომები და დავტოვოთ ჩვენი პარტნიორები ნაცრისფერ ზონებში, ჩვენ არ შეგვიძლია, დავუხუროთ ევროკავშირის კარი საქართველოს, როდესაც ვაფასებთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის მიერ წინგადადგმულ ნაბიჯებს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი შემაშფოთებელი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ფოტიგა აღნიშნავს, გაფართოების პოლიტიკა ევროპის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად მთავარ ინსტრუმენტად რჩება.

„გაფართოების პოლიტიკა ევროპის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად მთავარ ინსტრუმენტად რჩება. ეს არის სტრატეგიული გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავიმეოროთ შეცდომები და დავტოვოთ ჩვენი პარტნიორები რუხ ზონებში. ვიმედოვნებ, რომ 2023 წლის გაფართოების პაკეტი გაითვალისწინებს ამ იმპერატივს იმ ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური პირობების შეფასებისას, რომლებიც ისწრაფვიან ჩვენს საზოგადოებაში გაწევრიანებისკენ.

დიდი ყურადღებით ვაკვირდები დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში არსებულ ვითარებას. ვაფასებ უკრაინისა და მოლდოვას მიერ მიღწეულ პროგრესს, მიუხედავად უჩვეულო გარემოებებისა და პირობებისა. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუხუროთ ევროკავშირის კარი საქართველოს, როდესაც ვაფასებთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი შემაშფოთებელია“, – წერს ანა ფოტიგა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა