ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება
EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს
Russian forces attack two districts in Kyiv region

ხატია დეკანოიძე - ბარიერის შემცირების თუ მის გარეშე ოპოზიციის ამოცანა არ იცვლება

ნახვები: 713 ხატია დეკანოიძე - ბარიერის შემცირების თუ მის გარეშე ოპოზიციის ამოცანა არ იცვლება

ბარიერის შემცირების თუ მის გარეშე ოპოზიციის ამოცანა არ იცვლება, ეს ამოცანაა, ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი დაბრკოლება - „ქართული ოცნება“ ჩამოსცილდეს ძალაუფლებას და ეს ნებისმიერ შემთხვევაში შესასრულებელია, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი კონფიგურაცია და ახალი ალტერნატივა ოპოზიციურ ველზე უნდა ასახავდეს მოქალაქეთა ნებას.

„ბოლო გამოკითხვაც ამას აჩვენებს, მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა სწორედ ამ განწყობაზეა, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რაც "ქართული ოცნების" პირობებში წარმოუდგენელია. „ქართული ოცნების“ ინტერესი არ არის, რომ რაც შეიძლება დემოკრატიული იყოს პარლამენტი. მათ იციან, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ძალიან სწრაფად, მალე და ეფექტურად შეიკვრება, ამიტომ მათი ინტერესია მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა" იყოს პარლამენტში. პოლარიზაციის ხარისხიც ასევე პირველ რიგში „ქართული ოცნების“ ინტერესია. ბარიერით თუ ბარიერის გარეშე, ჩვენი ამოცანა არ იცვლება, ჩვენ უნდა მივიღოთ იმდენი ხმა, რამდენიც საჭირო იქნება ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, ამიტომ ნებისმიერი კონფიგურაცია, ახალი ალტერნატივა უნდა იყოს სწორედ საქართველოს მოქალაქეების ნებაზე დაფუძნებული",- განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა