ირაკლი ღარიბაშვილი: „ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობის გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, სანაცვლოდ მივიღე მესამე „გადაგდება““
ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება
EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს

IRI 31 ოქტომბრის არჩევნებზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ნახვები: 702 IRI 31 ოქტომბრის არჩევნებზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

ვაშინგტონი - საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ანალიზსა და რეკომენდაციებს 21 ნოემბერს ჩანიშნული მეორე ტურებისთვის.

„საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს მომავალი არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება და მეორე ტურებამდე გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა."- განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.

მიუხედავად იმისა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში, ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა, ნეგატიურად იმოქმედა არჩევნების სრული პროცესის სანდოობაზე. დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული დარღვევებიდან აღსანიშნავია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩევლებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლა, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ციფრებით მანიპულირება და შედეგების მართვის პროცესი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად არასაკმარისად გამჭვირვალე იყო.

2020 წლის 21 ნოემბერს ჩანიშნული მეორე ტურებისა და 9 საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, მისიის ანგარიში სთავაზობს საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას მომავალი არჩევნების სანდობიის გასაუმჯობესებლად შემუშავებულ რეკომენდაციებს.

ქართული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://bit.ly/3f0hFDY

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა