მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day
Russian army loses another 1,050 troops in Ukraine
No initiatives on Ukraine without Ukraine - European Union

მაგდა კოტრიკაძე: მაღალტექნოლოგიური კვლევა ეროვნული უსაფრთხოებისა და საარჩევნო პროცესების შესახებ - პოლიტიკური პიარის მანიპულაციების შესწავლა ნეიროფიდბექისა და ბიოფიდბექის მოწყობილობებით

06.12.2023 ნახვები: 1706

ავტორი: მაგდა კოტრიკაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი

სტატიის ფარგლებში მინდა გაგიზიაროთ, იმ ულტრათანამედროვე კვლევის შესახებ, რომელიც მსოფლიოში პირველად ჩატარდა საქართველოში, კავკასიის საერთაშორისო უნვიერსიტეტის ფუნდამენტური გრანტის ფარგლებში. კვლევა მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკით დაინტერესბული პირებისთვის, ასევე ნებისმიერი სფეროს ექსპერტებისთვის და სტუდენტებისთვის, რომელბიც აქტიურად იყენებენ კვლევით კომპონენტს, პირებისთვის, რომელბიც ხშირად გამხდარან მანიპულაციების: ტყუილის, პროპაგანდის მსხვერპლი და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის, რომლებსაც მუდმივად აქვთ გამოწვევები მანიპულაციების, მცდარი ინფორმაციის და მათი გავლენის ირგვლივ. იმის გათვალისწინებით, რომ შედეგებმა უპრეცედენტო ინფორმაცია მოგვცეს, სიცრუის გავლენაზე საარჩევნო კვლევების კონტექსტში, მის მასშტაბებსა და საფრთხეებზე, ასევე პროპაგანდის როლზე  ქართველი პოტენციური ამომრჩევლის კონტექსტში. ვფიქრობ, თავად აპარატის გამოყენების აქტუალობაც დადგება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში. საქართველოში უახლოეს მომავალში, იმედი მაქვს, გავლენის კვლევის პროცესებში აქტიურად იქნება გამოყენებული  მოცემული აპარატები. ასევე, ნეიროფიდბექი და ბიოფიდბექი შეიძლება ჩაერთოს ჯარის/ მნიშვნელოვანი ქვედანაყოფების, სახელმწიფო მოხელის, პოლიტიკოსების და ლიდერების ფსიქიკური მდგრადობის და სტაბილურობის მისაღწევად. გარდა ამისა, მოცემული ტიპის მაღალტექნოლოგიური კვლევები  წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ მესიჯის, სლოგანის, პოლიტიკური მიმართვის ტექსტის შექმნისა და ფორმირების პროცესშიც.

ეგრეთწოდებული „ტყუილის კვლევა“

ჩემს მიერ, ჩემი ხელმძღვანელის პროფესორ ვახტანგ მაისაიას უშუალო დაკვირვებით და მეთვალყურეობით მიმდინარეობდა მთელი წლის მანძილზე და მისი ყოველი ერთეული ოთხი ნაწილს მოიცავდა:

ცდისპირი ხელს აწერდა კონფედენციალობის დოკუმენტს და ავსებდა ანკეტას განწყობის შესახებ.  ცდისპირი უყურებდა ეკრანს კადრის გარეშე და ორივე აპარატი ჰქონდა დამონტაჟებული თავსა და ხელზე (8 წუთის განმავლობაში). ცდისპირი უყურებდა მარკეტინგულ პროდუქტს: პროპაგანდის ვიდეოებსა და პოლიტიკოსების გამოსვლებს (8 წუთის განმავლობაში). სულ ბოლოს კი ავსებდა ანკეტას დეტალური კითხვებით. (17 შეკითხვა ნანახი ვიდეოების ირგვლივ)

კვლევაში გამოყენებული იყო ევროკავშირში ინტეგრაციის თემატიკა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია. ცდისპირებმა ნახეს სულ ცხრა მასალა, მათგან სამი პროპაგანდული კლიპი, ხოლო ექვსი სიტყვით გამომსვლელი სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურა.

კვლევა მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად. პირველყოფილისა ცდისპირი ავსებს ანკეტას რომ გავმიჯნოთ ცდისპირის ასაკი, სქესი, სოციალური მდგომარეობა და ქალაქი, ამასთან განწყობა რომლითაც ის მოვიდა კლინიკაში. ცდისპირი ავსებს თანხმობის წერილს და აწერს ხელს რომ თანახმაა მიიღოს მონაწილეობა კვლევაში და მისი მასალები დამუშავდეს კვლევის მიზნებისთვის კონფედენციალობის წესის დაცვით. შემდეგ ხდება ცდისპირის თავის ტვინის გადაღება ნეიროფიდბექის და ბიოფიდბექის მეშვეობით ერთდროულად რათა გაირკვეს ცდამდე ცდისპირის განწყობა, აღგზნების დონე, კონცენტრაციის დონე, ამ პროცესში ის არ უყურებს ვიდეო მასალას, არამედ ცარიელი სივრცის მიმართ აქვს მზერა მიპყრობილი და მხოლოდ საკუთარ თავთან რჩება, მის ფიქრებთან და განცდებთან.

შემდეგ, ვაჩვენებთ ცდისპირს რვა წუთიან ვიდეოს, რომელშიც შედის როგორც სამი პროპაგანდული კლიპი, ასევე ექვსი პოლიტიკური გამომსვლელის მცირე ვიდეო ჭრები. ამის შემდეგ, განხორციელდა კვლავ კითხვარის შევსება, რომელშიც დეტალურად ჩავეკითხეთ რამ მიიზიდა, რამ გააღიზიანა, კონკრეტულად რა მასალამ ან რა დეტალმა ცდისპირი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რადგან ორივე მასალა იდენტური ქრონომეტრაჟისა იყო (რვა წუთი) შესაძლებელი გახდა დეტალური დაკვირვება და შეგვიძლია ვიმსჯელოთ მსგავსი დროის შუალედში როგორ იქცევა ადამიანის პერიფერიული ნერვული სისტემა ვიდეოს ყურების მომენტში და როდესაც არაფერს უყურებდა.

 ამის შემდგომ, თავის ტვინსა და პერიფერიაზე გადაღებული ერთეული ცდისპირის მასალა გავაგზავნეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნეიროფიდბექის მასალების შემსწავლელ ცენტრში. საიდანაც დაგვიბრუნდა დამუშავებული, ერთგვარი ტვინის რუკები, რომელიც მოიცავს როგორც პირველად სურათს ასევე მასალის ყურებისას არსებულ შედეგებს.

აღგზნების მატებას ვაზუსტებთ პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე დაკვირვებით, ხოლო განწყობებს პერიფერიული ნერვული სისტემაში გამოკვეთილ პოზიტიური ემოციის კვლევით. ძირითადი მონაცემი მოგვცა პერიფერიულმა ნერვულმა სისტემამ, რადგან ცენტრალურ ნერვულ სისტემას ვერ დავეყრდენით, ვინაიდან შესაძლებლად მივიჩნიეთ, რომ ადამიანზე მრავალი გარე ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო კვლევის პროცესში: გადაღლა, დისკომფორტი, ან სხვა მოვლენა რაც იმოქმედებდა ცენტრალ ნერვულ სისტემაზე, თუმცა ეს მონაცემი მაშინვე არ აისახებოდა ჩანაწერზე, ან აისახებოდა დაგვიანებით და შეგვიყვანდა შეცდომაში.

მოწოდებული მასალები დამუშავდა და გამოიკვეთა ოთხი პოტენციური ჯგუფი, რომელთაც პირობითი სახელები დავარქვით:

მაღალი აღგზნება, მაღალი პოზიტიური ემოცია; - Research

დაბალი აღგზნება, დაბალი პოზიტიური ემოცია; -Neitral

მაღალი აღგზნება, დაბალი პოზიტიური ემოცია - High Emo

დაბალი აღგზნება; მაღალი პოზიტიური ემოცია; - Low Emo

მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა ჯგუფები და კითხვარებს შევადარე ჩანაწერების შედეგები, გამოიკვეთა:

მონაწილეთა 96%-ზე გავლენა იქონია ვიდეოებმა: მოიმატა, ან დაიკლო პერიფერიული ნერვული სისტემის როგორც აღგზნების, ასევე დადებითი ემოციის დონემ. ამ მონაცემით, შეგვიძლია დავასაბუთოთ პირველი ჰიპოთეზა და თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ როგორც პროპაგანდის, ასევე საჯარო გამოსვლის შემთხვევაში გავლენა ცდისპირებზე 96%-ია, რაც შეგვიძლია მნიშვნელოვან შედეგად მივიჩნიოთ. აქვე, უნდა ითქვას, რომ დარჩენილი 4%-ის შემთხვევაშიც გავლენა იყო სხვადასხვა ნაწილში, მაგრამ არა ყველა ცვლადში. სულ 4 ადამიანი იყო ისეთი, რომელთა შემთხვევაშიც აღგზნება არ შეიცვალა და დარჩა იგივე, თუმცა პერიფერიულმა ნერვულმა სისტემამ განიცადა ცვლილება.

პოლიტიკური პროპაგანდის ვიდეოებზე გამოვლინდა მხოლოდ 2% ნეგატიური განწყობისა, ხოლო პოლიტიკურ გამომსვლელებზე 98% გამოიკვეთა ნეგატიური განწყობა. ამ მოცემულობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ პროპაგანდას საქართველოში არ აქვს ნეგატიური გავლენა და პოლიტიკურ პროცესებში უმჯობესია, სწორედ პროპაგანდული ვიდეოებით იმუშაოს პოლიტიკურმა პიარმა. ვიდეოები, რომლებიც ადამიანს ახსენებს პოზიტიურ გამოცდილებას, ახალგაზრდობას, ბავშვობას, ოჯახს, გამარჯვებულ ქვეყანას და გარკვეულ სენტიმენტებს დადებითად აისახება ფსიქიკაზე და ვლინდება, რომ ნეგატიური განწყობა ქვეითდება. მოცემული მიგნება ადასტურებს მეორე ჰიპოთეზას და ნათლად ჩანს, რომ პოლიტიკური პიარის ინსტრუმენტებიდან პროპაგანდა საქართველოს მაგალითზე ნამდვილად საჭირო ინსტრუმენტია.

უმნიშვნელოვანეს მიგნებად მიმაჩნია, რომ კვლევის ფარგლებში გამოვლენილი მასალებიდან ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ ყველა ცდისპირი საშუალოდ 30%-ით იტყუება ანკეტის შევსების მომენტში. პერიფერიული ნერვული სისტემა თუ დადებით ემოციას აჩვენებს, ანკეტაში წერია ნეგატიური შიგთავსი: შიში, შფოთვა, გაღიზიანება, მიუღებლობა, გავლენა და ა.შ ასეთი სხვაობა ჩვიდმეტიდან მინიმუმ ექვს კითხვაში ვლინდება, რომ განვაზოგადოთ და საერთო პროცენტი დავითვალოთ საშუალოდ 30% ტყუის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცდისპირები არ იყვნენ უცხო, გარედან მოსული ადამიანები, იყვნენ კეთილგანწყობილები და დახმარებისთვის ორიენტირებულები, რაც მაფიქრებინებს, რომ ნეიტრალური ჯგუფის შემთხვევაში, სადაც კვლევის ავტორის მიმართ სრულიად ნეიტრალური იქნებოდა განწყობა, შედეგად შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი ტყუილის კომპონენტი აღმოჩენილიყო. მოცემულობა, მაფიქრებინებს, რომ ანკეტირებული კვლევები ვერ იქნება რელევანტური, რადგან საშუალოდ ცხრა პროცენტის ნაცვლად მათში მინიმუმ 30% ტყუილია, რაც ვერანაირად ვერ მოგვცემს რეალურ სურათს და კვლევაც არარელევანტურია. თუმცა, მაქვს მოსაზრება რომ ონლაინ კვლევა (სოციალური მედიის კვლევა) იქ სადაც პერსონალური ინფორმაცია არ ფიქსირდება შესაძლებელია უფრო მართებული იყოს საქართველოში. რასაც ვერ ვიტყოდი სატელეფონო კვლევებზე, რადგან მოქალაქეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი სატელეფონო კავშირები არ არის დაცული. ამ საკითხში დიდი წვლილი აქვს, იმ გავრცელებულ რეპორტაჟებსაც, სადაც იწერენ ხმას, დაუმონტაჟებლად ხვდება ეთერებში, არ არსებობს რეგულირება ჩანაწერის ავთენტურობის, არავის მოეთხოვება პასუხი იმ შემთხვევაშიც,  როდესაც ფარულად იწერს და ავრცელებს, მოიპოვებს კომპრომატებს და ა.შ ფარული ვიდეო ჩანაწერები, სახმო სიგნალების ჩანაწერები ცნობილ ადამიანებზე, ეგრეთწოდებული „დიფ ფეიკი“-რომელთან ბრძოლაც მსოფლიო გამოწვევაა და არ არის ლოკალური პრობლემა, მაგრამ აქ არის მძაფრი დაუცველობის განცდა. ტყუილს და მცდარ ინფორმაციას იკვლევს მთელი მსოფლიო, მით უფრო რომ მესამე მსოფლიო ომის რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ. უკრაინა იკვლევს და ამზადებს შესაბამის ვებგვერდს, რომელიც უშუალოდ მცდარი ინფორმაციის გამოვლენის შემცირებას ემსახურება. საქართველოში, კი მსგავსი პორტალი არ არსებობს. საქმე იმაშია, რომ მოცემულ გვერდს გააჩნია ძალიან დიდი რესურსი, კარგი პრომოციის შემთხვევაში საუკეთესო შედეგსაც დადებდა, რადგან მსოფლიოს ყველა წერტილიდან ადამიანს, რომელიც დარეგისტრირებულია მოცემულ გვერდზე, სრულიად მარტივი რეგისტრაციის წესით, შეუძლია „დაარეპორტოს“, ანუ ამცნოს მის საერთო მეგობრებს და ონლაინ (სხვადასხვა) ქსელის ადმინისტრაციას რომ ეს ინფორმაცია მცდარია. ეს მოქმედება საკმაოდ მძლავრი რესურსის მქონეა და საქართველოშიც რომ არსებობდეს, მივესალმებოდი. მედია, როგორც პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება პოლარიზებულია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ეროვნული უსაფრთხოების დონეზე საფრთხეებს. 2023 წლის 10 აგვისტოს საქართველოს პარლამენტში დაიწყეს მსჯელობა „ცენზურის კანონის შესახებ“, რამაც მედია ორგანიზაციების და არასამთავრობოების გაღიზიანება გამოიწვია, ამავე წელს გაჩნდა კანონპროექტი „უცხო გავლენის აგენტების შესახებ“, რასაც ასევე მწვავე რეაქცია მოჰყვა. უნდა ფლობდეს, თუ არა საზოგადოება ინფორმაციას დაფინანსების წყაროების შესახებ და უნდა დადგეს თუ არა გარკვეული ეთიკური ნორმების სავალდებულო განხორციელების ვალდებულება. ამ საკითხებს მოცემული თემის ფარგლებში ვერ დავფარავთ, თუმცა ვფიქრობ, ამ ეტაპზე რომ დავსვათ შეკითხვა ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ისევ კვლევაზე დაყრდნობით რომ ვიმსჯელოთ რადგან მასაზე ახდენს 96% გავლენას ინფორმაცია, უნდა დადგეს მისი რეგულირების საკითხიც, ერთი მხრივ მისი თავისუფლების სავალდებულოდ დაცვის, მეორე მხრივ კი ამავე თავისუფლების დარეგულირებისა, იმ საზღვრებში როდესაც ადამიანის უფლება არ ირღვევა. სულ კვლევის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო 100-მა ცდისპირმა, აქედან 30% იყო ექსპერტი.

ცდისპირთა უმრავლესობა გააღიზიანა ისეთმა დეტალებმა, როგორიცაა ტუჩსაცხის ფერი, სწრაფი კადრი, თვალის ფერი და მიიზიდა ახალგაზრდობასთან დაკავშირებულმა, უნივერსიტეტის, ოჯახის კადრებმა, ნოე ჟორდანიას კადრები კი ცდისპირთა 70%-მა მოიწონა. ევროკავშირის თემას არ შეეხო, არ გამოყო, როგორც საინტერესო მომენტი, არ მიიჩნია მიმზიდველად  არც ერთმა ცდისპირმა, კელი დეგნანის მიმართ, კი 40%-მა ნეგატივი გამოთქვა. პერსონალური ნეგატივის გამოხატვა არ გაუჭირდათ ცდისპირებს, თუმცა თუ იგივე 40% სავარაუდოდ არ ემხრობოდა ნარატივს ევროკავშირთან დაკავშირებით, მან ეს არ გამოხატა პროპაგანდული ვიდეოს მიმართ. ამიტომ, უნდა შეიზღუდოს მწვავე, გლობალურ თემებზე, საჯარო გამოსვლები და საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ მასშტაბში, პირად ემოციასთან თანმხვედრ პროდუქტებით, ისეთი როგორიც არის პროპაგანდა.

კვლევამ გამოკვეთა, რომ პროპაგანდის როლი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანია პიარის მანიპულაციებში და ის მჟღავნდება უმეტესწილად საარჩევნო სუბიექტების დაპირისპირების და საარჩევნო პროცესებისა დროს. პროპაგანდა როგორც ინსტრუმენტი მუდმივად გამოიყენებოდა საქართველოში როგორც სამთავრობო, ასევე ოპოზიციური და მტრულად განწყობილი ქვეყნების მიერ. ვინაიდან პროპაგანდის შეჩერება, დაბლოკვა და მართვა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ის მუშაობს და მოქმედებს ადამიანთა ფართო მასებზე, აქვს ბრენდი, აქვს მიზანი, აქვს სამიზნე და ზოგჯერ კონკრეტული დისკრედიტაციის ობიექტი ან ჯგუფი, ან პარტია, ან მთავრობა. შესაბამისად, დგება აუცილებლობა,  ქვეყნის დონეზე არსებობდეს კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც პერიოდულად განახლდება და დაგეგმილი მოქმედებისა და რეაგირების საშუალებას მისცემს სახელმწიფოს. მსგავსი სტრატეგიული დოკუმენტები არსებობს თითქმის ყველა ქვეყანაში და მათზე დაყრდნობით ხდება წინმსწრები გეგმის მომზადება. ცხადია, თუ   მმართველი გუნდი თავად არ იყენებს არაეთიკური პროპაგანდის იარაღს,  ინფორმაციის გავრცელების საკმარისად მაღალი სტანდარტი მკვიდრდება, რომელსაც იცავს როგორც ქვეყანა, ასევე რიგითი მოქალაქე. ის რომ პოლიტიკური მასალები უშუალოდ ტვინზე ზემოქმდებენ და გამოიკვეთა ცდისპირთა 96%-ზე სრული გაველენა ხოლო დანარჩენ 4%-ში ნაწილობრივი მიუთითებს, იმაზე, რომ პოლიტიკური მასალა მძლავრი ფსიქოლოგიური გავლენის მქონე პროდუქტია და ჩემი წარმოდგენით შეიცავს კვლევამ აჩვენა რომ პოლიტიკურ პიარს აქვს  პირდაპირი კორელაცია ეროვნულ უსაფრთხოებასთან. ამას ადასტურებენ, ექსპერტები და ჩვენს მიერ ჩატარებული სიტუაციური ანალიზი, სადაც ნათლად ჩანს პიარის როლი ინფორმაციის მიღება-გაცემის პროცესში და არასწორად, ან არაეთიკურად მართული პიარ კამპანიის მნიშვნელობა ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში. მაგალითად კოვიდ პანდემიის პროცესში, ლუგარის ლაბორატორიის ან უკრაინის ომის კონტექსტში.

 

რედაქციისგან: „ნეიშენ ჯორჯია“ მადლობას უხდის ავტორს - მაგდა კოტრიკაძეს, თანამშრომლობისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა