თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ის გენერალურ პროკურორს, მერიკ გარლანდს შეხვდნენ

ნახვები: 609 გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ის გენერალურ პროკურორს, მერიკ გარლანდს შეხვდნენ

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ის გენერალურ პროკურორს, მერიკ გარლანდს და გენერალური პროკურორის მოადგილეს, ბრიუს შვარცს შეხვდნენ.

შეხვედრას აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი შოთაძემ ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურის რეფორმირებისა და განვითარების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების მიერ შეტანილი წვლილისთვის და გაწეული დახმარებისთვის.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს კომპეტენტური უწყებების მიერ განხორციელებული ერთობლივი ძალისხმევის ეფექტიანობას, დანაშაულთან ბრძოლის, მათ შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების გამოძიებების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს მხარეები მომავალში აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა