ევროკავშირი: ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ აქვს — რუსეთის ქმედებები უკანონო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებია
გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა — „დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი“
საგარეო უწყება: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა

„მაღაზიებიც უნდა აიკრძალოს“ - ნათია ფანჯიკიძის რეაქცია პრემიერის ონლაინკაზინოების აკრძალვის ინიციატივაზე

ნახვები: 724 „მაღაზიებიც უნდა აიკრძალოს“ - ნათია ფანჯიკიძის რეაქცია პრემიერის ონლაინკაზინოების აკრძალვის ინიციატივაზე

„არამარტო კაზინოები, ჩემი აზრით, მაღაზიებიც უნდა დაიკეტოს, აიკრძალოს სულაც," - ასე ეხმიანება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ ინიციატივას, რომლის თანამხადაც, ონლაინკაზინოებს ჯერ რეგულაციები უნდა გაუმკაცრდეს, შემდეგ კი საერთოდ აიკრძალოს.

„არამარტო კაზინოები, ჩემი აზრით, მაღაზიებიც უნდა დაიკეტოს, აიკრძალოს სულაც. ფულს თუ ვერ დახარჯავ, მეტი გექნება და იქნები მდიდარი. ელემენტარული რამე რომ ასახსნელი იქნება, რთულს რანაირად გაიგებთ ხალხო? და სხვათაშორის, მეტი არგუმენტით რომ გავამყარო ჩემი ეს მოსაზრება, - შოპოჰოლიზმი სცდება თავის დაჯილდოების ნორმალურ დოზას და სწორედ ისევე აცარიელებს ჯიბეს და ამრავლებს ვალებს, როგორც კაზინოში წაგება. განსხვავება მხოლოდ ნივთების რაოდენობის გაზრდაშია. შედეგად, მარადგამოუყენებელი, არასაჭირო ნივთების სიჭარბის გამო საცხოვრებელ სივრცეში ადამიანის ადგილი აღარ რჩება. სახლს კაზინოში დაკარგავ, თუ მაღაზიებში ნავაჭრით გამოტენი და აღარ დაეტევი, რა მნიშვნელობა აქვს? თავიდან ბოლომდე თვითდესტრუქციული, მაშასადამე ასაკრძალი ქმედებაა," - წერს ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა