თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ირაკლი შოთაძემ 2023 წელს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

ნახვები: 608 ირაკლი შოთაძემ 2023 წელს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებთან გამართულ შეხვდრაზე, 2023 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურმა პროკურორმა თანამშრომლებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა, ხაზი გაუსვა უწყების როლს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში და  მადლობა გადაუხადა პროკურატურის თვითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის.

ირაკლი შოთაძემ პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები ვადამდელი წოდებებით და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს მიერ სხვადასხვა კრიტერიუმებით გამოვლინდა 2023 წლის საუკეთესო პროკურორი – ზინიკო ქობალია, საუკეთესო გამომძიებელი ზურაბ სამხარაძე, წლის საუკეთესო სტრუქტურული დანაყოფი ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურა და წლის ყველაზე დატვირთული რაიონული პროკურატურა ხაშურის პროკურატურა.

სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის შესაბამისი სიგელით სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა დაჯილდოვდა. ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებულად კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიონალურად შესრულებისთვის საქართველოს პროკურატურის საპატიო მუშაკის წოდება პროკურატურის ხუთ თანამშრომელს – ნუგზარ მახათაძეს, მანანა ფირანიშვილს, მადონა ურუშაძეს, ნანა ხუნჯუას და ირაკლი ჩილინგარაშვილს მიენიჭათ. შეხვედრის დასასრულს, ირაკლი შოთაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თანამშრომლებს წარმატებული წელი უსურვა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა