თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ლევან ხაბეიშვილი - კატასტროფა თუ არ მოხდა, მე აღარ დავბრუნდებიო და აგერ მისთვის კატასტროფა - ხალხმა გაიმარჯვა და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

ნახვები: 608 ლევან ხაბეიშვილი - კატასტროფა თუ არ მოხდა, მე აღარ დავბრუნდებიო და აგერ მისთვის კატასტროფა - ხალხმა გაიმარჯვა და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

ბიძინა, ხელი მოკიდე ირაკლებს, ლილუაშვილებს, ფარცხალაძეებს, სოზარებს და მიბრძანდით დედა რუსეთში!- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, „რა გაუკეთებია 11 წელიწადში [ბიძინა ივანიშვილს], კიდევ რომ აძლევს თავს უფლებას, მხარდაჭერა მოითხოვოს?!

„ბიძინა, ხელი მოკიდე ირაკლებს, ლილუაშვილებს, ფარცხალაძეებს, სოზარებს და მიბრძანდით დედა რუსეთში! ხალხს ევროპა, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა უნდა! მოვიგებთ მთავარ ბრძოლას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!

2018 წელს, ხალხმა გაიმარჯვა და ივანიშვილი „დაბრუნდა“ ... ცრემლად დაიღვარა და ხალხს აყვავებას დაჰპირდა... თავისი „გაინაღდა“ და „წავედიო“ ... კატასტროფა თუ არ მოხდა, მე აღარ დავბრუნდებიო და აგერ მისთვის კატასტროფა - ხალხმა გაიმარჯვა და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ... კიდევ ერთი დიდი მარცხის შემდეგ, გამოძვრა სოროდან და ისევ ძალაუფლების დაკარგვის შიშით „შემობრუნდა“ ... ჩვენმა სწორმა მუშაობამ, ხალხის აქტიურობამ და სააკაშვილის პროცესებში ჩართვამ, რუსული პარტია სრულად ჩამოშალა ... რა გაუკეთებია 11 წელიწადში, კიდევ რომ აძლევს თავს უფლებას, მხარდაჭერა მოითხოვოს?!“,- წერს ხაბეიშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა