თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 78 ადამიანია დაღუპული, 50-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება

ნახვები: 610 იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 78 ადამიანია დაღუპული, 50-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება

იაპონიაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან სამი დღის შემდეგ, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული დადასტურებული ინფორმაციით, მიწისძვრას 78 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, მაშველები 50-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანს ეძებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 330 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 30-მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, 1-ელ იანვარს იაპონიის დასავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრების სერია მოხდა. იშიკავასა და ნიიგატას პრეფექტურებში, ორი საათის განმავლობაში, დაახლოებით, 30 მიწისძვრა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ოსაკაში, კიოტოსა და ტოკიოში. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ნოტოს ნახევარკუნძულის რეგიონში 1885 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა