თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა და თოვლი, 7 და 8 იანვარს საქართველოში გამოიდარებს, ღამის საათებში მოსალოდნელია ყინვა

ნახვები: 607 დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა და თოვლი, 7 და 8 იანვარს საქართველოში გამოიდარებს, ღამის საათებში მოსალოდნელია ყინვა

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან თოვაა ნავარაუდევი, ზოგან ძლიერი. დღესვე, საღამოს საათებში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გამოდარება მოსალოდნელია ორი დღით, 7 და 8 იანვარს, თუმცა 7 იანვრის ღამის საათებში ყინვაა მოსალოდნელი.

„ღამის საათებში, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექი შეწყდა, მაგრამ ამჟამად კვლავ შემოდის შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ნოტიო და შედარებით ცივი ჰაერის მასები. ამიტომ, დასავლეთ საქართველოში კვლავ განახლდება ნალექი, მაგრამ დღის 12:00-13:00 საათიდან აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც გადმოინაცვლებს ეს ნოტიო ჰაერის მასები და აქაც უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა. საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან იქნება წვიმა, რომელიც დროგამოშვებით გადავა თოვლში და თოვლ-ჭყაპის სახით იქნება გამოსახული. საქართველოს უმეტეს რაიონში, დღის მეორე ნახევრიდან თოვაა ნავარაუდევი, ზოგან ძლიერი. საღამოს საათებში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. არაა გამორიცხული, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქიც იყოს. შედარებით თბილია ზღვისპირა რაიონები. დაბლობში და ბარში მოსალოდნელია +8 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში – 3-5 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, რაც ხვალ დილის საათებიდან შესუსტება. ამ საღამოს, ნალექი თოვლის სახით მოსალოდნელია დასავლეთ რეგიონებში. კახეთის რეგიონში და დედაქალაქში გამოიდარებს, მაგრამ იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერდება. გამოდარება მოსალოდნელია ორი დღით, 7-8 იანვარს, საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით ყინვები მოიმატებს 7 იანვრის ღამის საათებში“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა