MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

შამბა ადასტურებს, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზას აშენებს

ნახვები: 539 შამბა ადასტურებს, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზას აშენებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი სერგეი შამბა რუსულ სახელმწიფო, პროპაგანდისტულ მედია RIA-სთან ადასტურებს, რომ რუსეთი რეგიონში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას ააშენებს.

როგორც ის ამბობს, ბაზა, შესაძლოა, 2024 წლიდან ამოქმედდეს. 

შამბას თქმით, მშენებლობა ჯერჯერობით არ დაწყებულა და ის დაპროექტების ეტაპზეა. მისივე მტკიცებით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული გემებისთვის ბაზის მშენებლობა "სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას შეესაბამება". 

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებაზე ინფორმაცია გასული წლის ოქტომბერში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გაავრცელდა. ბჟანია ამბობდა, რომ რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. მისივე სიტყვებით, რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა