რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends
France unrest: Macron blames far-left groups for violence

„მიშამ გააქარწყლა პროკურატურის ბრალდება“ - გიული ალასანია „პიჯაკების საქმის“ სასამართლოზე

ნახვები: 520 „მიშამ გააქარწყლა პროკურატურის ბრალდება“ - გიული ალასანია „პიჯაკების საქმის“ სასამართლოზე

"ეს შურისძიება კი არ არის, არის დავალება, რომელსაც ასრულებს ჩვენი ხელისუფლება, რატომღაც, სამწუხაროდ," - განაცხადა დღეს, 2 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ: თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი დასრულდა. მორიგი სხდომა 27 დეკემბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

„ეს შურისძიება კი არ არის, არის დავალება, რომელსაც ასრულებს ჩვენი ხელისუფლება, რატომღაც, სამწუხაროდ, თავის შვილებსა და შვილიშვილებზე ხომ უნდა იფიქრონ? ბოლოს და ბოლოს, მომავალზე ხომ უნდა ვიფიქროთ? ქვეყანა რომ აღარ გვექნება, ეს ნორმალური მოვლენა იქნება?

ასე ცხოვრობს ეს ადამიანი, არც ერთი სიტყვა იქ მოგონილი და აუდიტორიაზე გათვლილი არ იყო, ის დღე და ღამე ასე ფიქრობს, ასე აზროვნებს, ამ კატეგორიებითა და ამ ინტერესებით ყოველთვის ასეთი იყო და ასეთია.

მე ვფიქრობ, რომ მიშამ გააქარწყლა პროკურატურის ბრალდება იმიტომ რომ, ძალიან ნათელი იყო. ჩემთვის ისედაც გაქარწყლებული იყო მანამდეც, ვადევნებდი თვალს, ჩემი შვილის ცხოვრების წესი ასე თუ ისე ხომ ვიცოდი. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს დეტალები ჩემთვისაც უცნობია ხოლმე, მაგრამ დადასტურდა ის, რაც ისედაც ვიცოდი და ვფიქრობდი, რომ ასე უნდა ყოფილიყო,"- განაცხადა გიული ალასანიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა