თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

2023 წელს „ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის 45,5% ოკუპირებულ აფხაზეთმა მოიხმარა

ნახვები: 609 2023 წელს „ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის 45,5% ოკუპირებულ აფხაზეთმა მოიხმარა

2023 წელს „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 45,5% აფხაზეთმა მოიხმარა - ამის შესახებ, bm.ge-ისთვის "ენგურჰესიდან" მიწოდებული მონაცემით ირკვევა.

უნდა აღინიშნოს, რომ 1990-იან წლებში ხელმოწერის გარეშე მიღწეულ შეთანხმებით, "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს, 60% კი - დანარჩენ საქართველოს ეკუთვნის.

საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის მონაცემებით, 2023 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 4.233 მლრდ კვტ. სთ-ია. ამავე პერიოდში აფხაზეთმა "ენგურჰესიდან" და "ვარდნილჰესის" კასკადიდან 1.925 მლდრ კვტ.სთ-ს ელექტროენერგია მოიხმარა. შესაბამისად, აფხაზეთის მოხმარებამ შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 45,5% შეადგინა.

ასევე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს, საქართველომ ჯამურად 1.05 მლნ აშშ დოლარის 790 გვტ. სთ. ელექტროენერგია, 2022 წელს კი, 41.7 მლნ აშშ დოლარის 1,533 გვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა. თიბისი კაპიტალის ცნობით, თითქმის 38-ჯერ შემცირებული იმპორტის 98%, აფხაზეთის ელექტროენერგიით დაკმაყოფილებას მოხმარდა. საქართველომ ელექტროენერგია გასულ წელს, სრულად რუსეთიდან შეიძინა. გამოდის, ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულებამ 1.03 მლნ დოლარი მოდის.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა