18 ივლისს, გეგე დადიანის რომანის „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ წარდგენა გაიმართება
მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნჰემი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა — ვინ არის დიდი ბრიტანეთის სავარაუდო მომავალი პრემიერ-მინისტრი?
ზურაბ ჩხაიძე: მურთაზ ზოდელავას მდგომარეობა სტაბილურია, ინსულტზე საუბარი არ არის
სააკაშვილი: მურთაზ ზოდელავამ ციხეში ორჯერ ინსულტი გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში „ვივამედში“ გადაიყვანეს
ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours

პაატა მანჯგალაძე - ორიენტირებულები ვართ შევქმნათ პოზიტიური დღის წესრიგი, რომ ერთმანეთს არა სიძულვილის ენაში და ტალახის სროლაში, არამედ საქმის კეთებაში შევეჯიბროთ

24.01.2024 ნახვები: 522

ჩვენ არ გამოვრიცხავთ არც ქუჩას, არც პროტესტს, მაგრამ ამ წუთას ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ შევქმნათ ისეთი პოზიტიური დღის წესრიგი, რომ ერთმანეთს შევეჯიბროთ არა სიძულვილის ენაში და ტალახის სროლაში, არამედ საქმის კეთებაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ აქციებთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, თაკო ჩარკვიანის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ხალხს ხელოვნურად ქუჩაში ვერავინ გამოიყვანს.

„ხალხმა ძალიან კარგად იცის, როდის გამოვიდეს ქუჩაში. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ არც ქუჩას, არც პროტესტს, მაგრამ ამ წუთას ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ შევქმნათ ისეთი პოზიტიური დღის წესრიგი, რომ ერთმანეთს შევეჯიბროთ არა ვთქვათ, სიძულვილის ენაში და ტალახის სროლაში, არამედ საქმის კეთებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში და საქართველოს აღმშენებლობაში. იქნება მცდელობა, რომ მარჯვნივ-მარცხნივ გადაგვახვევინონ, მაგრამ ჩვენ ამ ხაზიდან არ გადავალთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის გამსხვილება აუცილებელია და პრობლემას ვერ ხედავს იმაში, თუკი პროცესში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩაერთვება.

„ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება ბევრი ოპოზიციური პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს, რომ არ დაიკარგოს ოპოზიციურად განწყობილი საპროტესტო ხმები. ჩვენ გვაქვს 2016 წლის ძალიან ცუდი მაგალითი, როდესაც 20% ხმების მაღალი ბარიერიდან გამომდინარე არ გადავიდა ხმებში და ეს ხმები წაიღო შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“. ეს რომ არ მოხდეს გამსხვილება აუცილებელია. თუ პრეზიდენტიც ჩაერთვება ამ პროცესში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. დარწმუნებული ვართ, ოპოზიცია ჯამში ვართ მეტი. ახლა აუცილებელია, რომ არ დაიქსაქსოს ხმები და არ დარჩეს ბარიერის მიღმა“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა