თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

დონალდ ტრამპი - მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა არასდროს მოხდებოდა

ნახვები: 610 დონალდ ტრამპი - მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა არასდროს მოხდებოდა

აშშ-ში “რესპუბლიკელი” პოლიტიკოსები სირია-იორდანიის საზღვარზე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკით ეხმაურებიან.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ეს თავდასხმა ჯო ბაიდენის სისუსტის და დანებების შედეგია.

„მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს არასდროს მოხდებოდა. შეერთებულ შტატებზე განხორციელებული ეს თავხედური თავდასხმა ჯო ბაიდენის სისუსტისა და დანებების კიდევ ერთი შემზარავი და ტრაგიკული შედეგია“, - აღნიშნა ტრამპმა.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თავმჯდომარის, მაიკლ მაკოლის განცხადებით, შეერთებულ შტატებს ესაჭიროება „ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის გადატვირთვა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად და შეკავების აღდგენისთვის“.

სენატის „რესპუბლიკური“ უმცირესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ მთელი მსოფლიო ახლა თვალს ადევნებს ნიშნებს, რომ პრეზიდენტი საბოლოოდ მზადაა გამოიყენოს ამერიკული ძალა, რათა აიძულოს ირანი შეცვალოს თავისი ქცევა. „ჩვენი მტრები შეგულიანებულები არიან,“ - აღნიშნა მიჩ მაკკონელმა.

აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა, სენატორმა როჯერ ვიკერმა კი განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანულ სამიზნეებსა და მის ხელმძღვანელობაზე პირდაპირი დარტყმით უნდა უპასუხოს.

შეგახსენებთ, გუშინ, იორდანიაში, სირიის საზღვართან, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმის შედეგად, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 34 დაშავდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ბოევიკებმა განახორციელეს, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ. ჯო ბაიდენმა და თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები ამ თავდასხმას უპასუხებს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა