თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

საერთაშორისო ტექ.კომპანია Thoughtworks-ი თიბისისთან წარმატებულ თანამშრომლობაზე წერს

ნახვები: 609 საერთაშორისო ტექ.კომპანია Thoughtworks-ი თიბისისთან წარმატებულ თანამშრომლობაზე წერს

 

1 წელია რაც ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გასამარტივებლად თიბისიმ და წამყვანმა საერთაშორისო კომპანია Thoughtworks-მა პარტნიორობა დაიწყეს. თიბისისთვის მნიშვნელოვანია რომ ტექნოლოგიურ რესურსებსა და ცოდნას იზიარებს ისეთი კომპანიისგან, რომლის მთავარი პარტნიორებიც Microsoft, AWS (Amazon Web Services), Google Cloud და სხვა დიდი და წარმატებული მოთამაშეები არიან.

 

Thoughworks-ი განვლილ პარტნიორობას აჯამებს და იმ დადებით შედეგებზე საუბრობს, რომელიც 1 წლის განმავლობაში თიბისის ტექნოლოგიურმა ტრანსფორმაციამ განიცადა. პარტნიორობის შედეგად, ტრანსფორმაცია მეტად გამჭირვალე, სწრაფი და თანმიმდევრული გახდა. ტექნოლოგიური პროცესები გამარტივდა, გაიზარდა შიდა ტექ გუნდის მოტივაცია და კმაყოფილება.

 

თიბისის ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღმა გაუმჯობესებული სამომხმარებლო გამოცდილება დგას. ტექ-ტრანსფორმაციის პირდაპირი შედეგი მომხმარებელზე გადის, რომლისთვისაც სიახლეების მიწოდების სიხშირესთან ერთად, მიწოდებული ციფრული პროდუქტებისა და სერვისების ხარისხიც გაიზრდება და ცხოვრებას გაცილებით მარტივს გახდის.

 

Thoughtworks-ისთვის მნიშვნელოვანია ისეთი კლიენტების შერჩევა, რომელთან თანამშრომლობის პროცესიც ორმხრივ გამოცდილებასა და საჭირო უნარებს იძლევა. შესაბამისად, სტრატეგიული იყო გადაწყვეტა, რომ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ოპერირება სწორედ TBC GROUP-თან თანამშრომლობით დაიწყო.

 

„ჩვენი ბიზნესების ყველაზე სტრატეგიულ სფეროებში საუკეთესო და სასურველი ხარისხის მიღწევაში Thoughworks-სთან პარტნიორობა დაგვეხმარა“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

 

„თიბისისთვის Thoughtworks-ი  მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია, რომელთან თანამშრომლობასაც გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ.“ - ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი.

 

თიბისი ჯგუფისა და Thoughtworks-ის პარტნიორობა, სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესების გარდა, საქართველოს მასშტაბით ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას უკვალავს გზას და სხვა ქართულ კომპანიებს წარმატებულ, გამოცდილ და პროფესიონალ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საფუძველს უმზადებს.

 

სტატია- https://www.thoughtworks.com/clients/tbc-bank?utm_source=linkedin&utm_medium=social-organic&utm_campaign=client_story_tbc-bank_2024-01

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა