თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში კიდევ ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა ჩამოვიდა, რომლებიც ყველაფერს აგდებენ

ნახვები: 610 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში კიდევ ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა ჩამოვიდა, რომლებიც ყველაფერს აგდებენ

დღეს უკრაინამ მიიღო კიდევ ორი ​​საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლებსაც ყველაფრის ჩამოგდება შეუძლიათ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად, საჰაერო თავდაცვის სისტემები ჯერ კიდევ არასაკმარისია უკრაინის სრულად დასაცავად, მაგრამ ამის მისაღწევად მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ფრონტის ხაზზე განსაკუთრებით რთული ვითარება არის ავდეევკაში.

„თანდათან ვემზადებით საერთაშორისო სამუშაოებისთვის უახლოეს კვირებში. ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი აქტიურობა ჩვენი კოლექტიური სიძლიერისთვის. არა მხოლოდ უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის, არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც იბრძვის სტაბილურობისთვის და აფასებს ადამიანის სიცოცხლეს. დღევანდელი დღის მთავარი სიახლე არის სიახლე, რომელსაც ყველა დიდი ხანია, ველოდით, რაზეც თვეებია სხვადასხვა დონეზე ვმუშაობთ. შედეგად, უკრაინაში კიდევ ორი ​​საჰაერო თავდაცვის სისტემა შემოვიდა. ყველა დეტალი საჯაროდ არ უნდა განიხილებოდეს. ეს სისტემები ყველაფერს აგდებს. ჩვენ დავიცავთ რეგიონებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა