გარემოს ეროვნული სააგენტო: თბილისში 8 საათში ივლისის თვის ნორმაზე 2.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა
ნესტან კუტივაძე: წიგნი სიყვარულის უფლებასა და პიროვნულ პასუხისმგებლობაზე - „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“
არჩილ იაკობაშვილი - აგვისტო-სექტემბერში რუსეთში ამბავი დატრიალდება
2026 წლის პირველ ნახევარში ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 70%-ზე მეტით გაიზარდა
ელენე ხოშტარია: ყოველ დილით ხალხი უნდა ხედავდეს ერთიან ოპოზიციას და არა ცალ-ცალკე პარტიებს
თბილისის მერია - რეაბილიტაციის პერიოდში რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება ოთხი თვის განმავლობაში შეიზღუდება
რუისპირში ქორწილში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე სასამართლომ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: ქვეყანაში ამჟამად 90 პოლიტიკური პატიმარია

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში სამშენებლო კომპანია „არქტურის“ პროექტი - „არქტური ლისი“ შენდება

05.02.2024 ნახვები: 633

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, ფერმწერთა ქუჩა 111-ში, სამშენებლო კომპანია „არქტურის“ პროექტი - „არქტური ლისი“ შენდება.

დაბალი განაშენიანების კომპლექსი 5 სართულიან 7 საცხოვრებელ სახლს მოიცავს, რომლებიც ეტაპობრივად ბარდება.

კომპლექსის 14330.5 კვ.მ. მწვანე არეალს დაეთმობა, სადაც მოსასვენებელი სივრცეები, ბავშვებისთვის სათამაშო სკვერები, სპორტული მოედანი, სარბენი და სასეირნო ბილიკები მოეწყობა.

კომპლექსში გათვალისწინებულია ღია და დახურული ფასიანი ავტოსადგომები, კომერციული და სავაჭრო ფართები.

მობინადრეების უსაფრთხოება ვიდეო კამერებისა და შლაგბაუმით იქნება დაცული.

საცხოვრებელი კომპლექსი ახალი სტანდარტებით და რეგულაციების დაცვით, ენერგოეფექტური მასალებისგან შენდება, რაც მცხოვრებლებს კომუნალური ხარჯების დაზოგვის საშუალებას მისცემს.

მსურველებს ბინის შეძენა 43 კვ.მ-დან შეუძლიათ და მწვანე კარკასის კონდიციით ჩაბარდებათ.

პირველი 2 საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობის დასრულება 2025 წელს იგეგმება.

კომპანია „არქტური“ 2013 წლიდან ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს უძრავ ქონებას, როგორც თბილისში, ასევე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლებს ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტზე.

„არქტური ლისის“ შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულებზე:

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა