ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours
Macron, Merz to discuss support for Ukraine, European defense
President Zelensky outlines key priorities for Ukraine's new government
NATO chief expects Ukraine's new defense minister to maintain current strategy toward Russia
ტრამპი: „ირანში დიდ გამარჯვებას ვაღწევთ, შედეგს ძალიან მალე იხილავთ“

ირაკლი ჩიქოვანი - თავდაცვის ძალებმა 2008 წელს ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კი ნამდვილად ვერ შეძლო საზარელი ომის აცილება

05.02.2024 ნახვები: 524

ჩვენი პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ განცხადებებს ვიზიარებ, მე გამოვყოფ თავდაცვის ძალებს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, მათ გმირობას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ იმ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომელიც იყო ხელისუფლებაში იმ დროს, ნამდვილად ვერ შეძლო, აეცილებინა ეს ძალიან საზარელი ომი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები, მათ შორის ევროპის საბჭოში ერთ-ერთი რეზოლუციისთვის ხმის მიცემა, სამარცხვინოა.

„მგონი, არასწორია, როდესაც ადამიანი ამბობს, თქვენი ამოცანა და მოტივაცია არ არის საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვაო, მეორე მხრივ, ასევე მახსოვს, ერთ-ერთი სასესიო დღე იყო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ლიდერებმა მოგვმართეს და ხელი გამოიშვირეს ჩვენკენ, უმრავლესობისკენ და გვითხრეს, რომ თქვენ იქნებით ის ადამიანები, ვინც შემოუძღვებით რუსულ ჯარს საქართველოშიო. ამ დონის შეურაცხყოფა ჩემთვის მიუღებელია და ამის მერე ალბათ არანაირი მოტივაცია და საფუძველი არ უნდა არსებობდეს ამ ადამიანის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გასაცემად, მაგრამ ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოებას და ვაძლევთ სრულ განმარტებებს ყველა საკითხზე. ჩვენი პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ განცხადებებს ვიზიარებ, მე გამოვყოფ თავდაცვის ძალებს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, მათ გმირობას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ იმ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომელიც იყო ხელისუფლებაში იმ დროს ნამდვილად ვერ შეძლო, აეცილებინა ეს ძალიან საზარელი ომი. არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ საზიანო იყო ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და არა მხოლოდ მათ, ევროპის საბჭოში ხმა მისცეს რეზოლუციას, რომელიც, მე ვთვლი, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის უნდა იყოს სამარცხვინო, როდესაც ასეთ რამეს დაუჭერს მხარს“, – განაცხადა ჩიქოვანი.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა