საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა
ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება
გენერალური პროკურორი კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ
გოჩა მირცხულავა: პაპუაშვილის რელიგიური აღმოჩენები - როცა რუსთაველის კალენდარი გაწუხებს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ
ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი - რუსეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის მზად უნდა ვიყოთ

ნახვები: 646 ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი - რუსეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის მზად უნდა ვიყოთ

რუსეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის მზად უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ შესაძლებლობისთვის, რომ რუსეთმა შესაძლოა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საპასუხოდ თავისი გეგმები გადააფასოს იმასთან დაკავშირებით, თუ სად განათავსებს თავის ძალებს“, - განაცხადა ბიორნ არილდ გრამმა.

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთში დემოკრატია განადგურდა და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც კი რუსეთის მხრიდან საფრთხე იარსებებს.

„იმ რამდენიმე რუსს, ვინც პროტესტის გამოხატვას ბედავს, ან ციხეში აგდებენ ან ომში აგზავნიან. არ არსებობს ოპოზიცია, არ არის პრესის თავისუფლება, არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც მზარდი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის საწინააღმდეგო ძალის წარმოდგენის უფლება აქვს “, - აღნიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა