თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ნატო უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემაზე შეთანხმდა

ნახვები: 607 ნატო უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემაზე შეთანხმდა

ნატო უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემაზე შეთანხმდა, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღებული - ჯერ “რამშტაინის” ფორმატში, შემდეგ კი უკრაინა-ნატოს საბჭოს ფორმატში.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის დახმარების მხრივ მოკავშირეების ახალი ვალდებულებები დავინახეთ.

ნატოს წევრთა ჯგუფი უკრაინისთვის ერთი მილიონი დრონის გადაცემის მიზნით გამოვიდა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

კერძოდ, მან „დრონების კოალიციის“ პირველი შეთანხმება აღნიშნა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი და ლატვია ჩაუდგებიან სათავეში. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თითქმის ექსკლუზიური მიმწოდებელია და კიევის სამხედრო დახმარების 99%-ზე მეტს უზრუნველყოფს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ცალკე აღნიშნა, რომ ხშირად - როგორც დრონების შემთხვევაში - სამხედრო დახმარების მიწოდების მხრივ ლიდერობას არა აშშ, არამედ ევროპული წევრები იღებენ, რაც ასევე პასუხია ტრამპის მიერ გამოთქმულ წუხილზე, რომ ალიანსის ევროპული წევრები არასაკმარის დაფინანსებას გამოყოფენ თავდაცვის ხარჯებზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა