თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ანა ნაცვლიშვილი - მენტალურად ივანიშვილი დღესაც მოსკოვშია

ნახვები: 608 ანა ნაცვლიშვილი - მენტალურად ივანიშვილი დღესაც მოსკოვშია

თუ აწუხებთ ის, რომ ჩვენ მის [ბიძინა ივანიშვილის] მომავალს მოსკოვში ვხედავთ მინდა ვუთხრა, რომ მენტალურად ივანიშვილი დღესაც მოსკოვშია და იქიდან არასდროს და ვერასდროს გამოვიდა - ამიტომ „რუსი ოლიგარქი“ რთულად წარმოსადგენია, რომ საცხოვრებლად ევროპას აირჩევს როცა ხელისუფლებაში აღარ იქნება, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წელიწადნახევრის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ”სერიოზული ფულადი და დროითი რესურსი დახარჯეს ევროპის ძაგებაში და ლანძღვაში.

„ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ შესაძლოა მათთვის მტკივნეული და ძალიან უხერხულია ამის აღიარება, მაგრამ, დიახ, მათი პარტიის ხელმძღვანელი არის „რუსი ოლიგარქი“, ასე მოიხსენიებს მას ევროპარლამენტი და საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ აწუხებთ ის, რომ ჩვენ მის მომავალს მოსკოვში ვხედავთ მინდა ვუთხრა, რომ მენტალურად ივანიშვილი დღესაც მოსკოვშია და იქიდან არასდროს და ვერასდროს გამოვიდა. ამიტომ რუსი ოლიგარქი რთულად წარმოსადგენია, რომ საცხოვრებლად ევროპას აირჩევს როცა ხელისუფლებაში აღარ იქნება იმიტომ, რომ წელიწადნახევარი მან და მისმა პარტიამ ძალიან სერიოზული ფულადი და დროითი რესურსი დახარჯეს სწორედ ევროპის ძაგებაში და ლანძღვაში. ამიტომ არ ვიცი, გამოდის, რომ მოსკოვში ცხოვრება არ უნდა, იცის, რომ ცუდია რუსეთი და ევროპისკენ უჭირავს თვალი?! და მაშინ ამას უნდა გასცენ თვითონ პასუხი. ვფიქრობ, რომ ძალიან არაადეკვატური მცდელობები აქვს ახლა “ქართულ ოცნებას”, რომ ყურადღება სადღაც სხვაგან გადაიტანოს. პრობლემა ამ ქვეყნის არის ის, რომ ამ ქვეყანას მართავს “რუსი ოლიგარქი”. “ლელოს” ამოცანა და მიზნები, რამდენი თავდასხმაც არ უნდა განახორციელონ ჩვენზე, უცვლელი რჩება. ის, რომ რუსული ხელისუფლება გავუშვათ და ამ ქვეყანაში განხორციელდეს ყველა ის რეფორმა, რაზეც “ლელო” ინტენსიურად მუშაობს”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა