თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ენტონი ბლინკენი - ალექსეი ნავალნის რუსულ ციხეში გარდაცვალება პუტინის სისტემის სისუსტესა და ლპობას უსვამს ხაზს

ნახვები: 610 ენტონი ბლინკენი - ალექსეი ნავალნის რუსულ ციხეში გარდაცვალება პუტინის სისტემის სისუსტესა და ლპობას უსვამს ხაზს

ალექსეი ნავალნის გარდაცვალება რუსულ ციხეში, ერთი კაცის კომპლექსი და შიში მხოლოდ ხაზს უსვამს პუტინის აშენებული სისტემის სისუსტესა და ლპობას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ათ წელზე მეტია, რუსეთის მთავრობა და ვლადიმერ პუტინი ალექსეი ნავალნის დევნიდნენ, წამლავდნენ და აპატიმრებდნენ.

„ამაზე პასუხისმგებელი რუსეთია. ალექსეი ნავალნის შესახებ ბევრ სხვა ქვეყანასთან ვისაუბრებთ, მით უმეტეს, თუ ეს ცნობები სიმართლე აღმოაჩნდება“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მანამდე თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ნავალნის გარდაცვალება თუ დადასტურდა, ეს იქნება საშინელი ტრაგედია.

ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა