თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი აბსოლუტურად უარყოფს საერთაშორისო დიქტატს პალესტინელებთან მუდმივი შეთანხმების შესახებ

ნახვები: 609 ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი აბსოლუტურად უარყოფს საერთაშორისო დიქტატს პალესტინელებთან მუდმივი შეთანხმების შესახებ

ისრაელი აბსოლუტურად უარყოფს საერთაშორისო დიქტატს პალესტინელებთან მუდმივი შეთანხმების შესახებ - გავაგრძელებთ პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაშია აღნიშნული.

„იმ შენიშვნების ფონზე, რომელიც ბოლო დროს გაისმა საერთაშორისო საზოგადოებაში ისრაელისთვის პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივად აღიარების თავს მოხვევის მცდელობის შესახებ, დღეს მთავრობას დასამტკიცებლად წარვუდგენ ამ საკითხზე დეკლარაციულ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, რომ იგი მიიღებს ძალიან ფართო მხარდაჭერას. ისრაელი აბსოლუტურად უარყოფს საერთაშორისო დიქტატს პალესტინელებთან მუდმივი შეთანხმების შესახებ. ასეთი შეთანხმება მიიღწევა მხოლოდ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებით, წინაპირობების გარეშე. ისრაელი გააგრძელებს პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარებისთვის წინააღმდეგობის გაწევას“, - აღნიშნულია ნეთანიაჰუს განცხადებაში.

ისრაელის პრემიერი მიიჩნევს, რომ 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ასეთი აღიარება მიანიჭებს უზარმაზარ და უპრეცედენტო ჯილდოს ტერორიზმს და ხელს შეუშლის რაიმე სამშვიდობო შეთანხმებას მომავალში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა