თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

პიტერ სტანო დიმიტრი მედვედევზე - სასიამოვნოა, რომ ადამიანი საჯაროდ გვიზიარებს ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოზს

ნახვები: 607 პიტერ სტანო დიმიტრი მედვედევზე - სასიამოვნოა, რომ ადამიანი საჯაროდ გვიზიარებს ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოზს

მედვედევისთვის მხოლოდ ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სტანოს განცხადება ჟურნალისტის კითხვას მოყვა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ კიევი და ოდესა რუსული ქალაქებია, ხოლო რუსეთი კიევამდე უნდა მივიდეს.

“როგორც წესი, კომენტარს არ ვაკეთებთ ხოლმე უცნაურ განცხადებებზე, განსაკუთრებით ისეთი ხალხისგან, რომლებიც სასოწარკვეთით ეძებენ ყურადღებას და მარადიული მეორე ნომერი არიან. თუმცა სასიამოვნოა, რომ ადამიანი, რომელიც თქვენ ახსენეთ [მედვედევი], საჯაროდ გვიზიარებს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოზს. ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია. თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის სახელმწიფოს იმ მილიარდებით, რომლებსაც ტყუილად ხარჯავს უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომში, რეალურად ჰქონდეს სოციალურ დახმარებასა და ხალხისთვის ჯანდაცვაში ინვესტირების შესაძლებლობა,” - განაცხადა სტანომ.

ევროკავშირის საგარეო სამსახურის სპიკერმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო სხდომა ახსენა, სადაც ევროკავშირმა მკაფიო მზადყოფნა დააფიქსირა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე.

“[შეხვედრაზე] ძალიან ნათალი გახადეს, რომ სრულიად მზად ვართ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა აგრესიისგან მის კანონიერ დაცვაში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის სამწუხარო ნიშნულს ვუახლოვდებით.

უმაღლესი წარმომადგენელი [ჯოზეპ ბორელი], წევრი სახელმწიფოები ყველაფერ შესაძლებელს აკეთებენ, რათა, როგორ უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, უზრუნველვყოთ უკრაინისთვის მეტი და უფრო სწრაფი [დახმარება], იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება - საბრძოლო მასალა, სამხედრო ტექნიკა, საჰაერო თავდაცვა და ა.შ., რათა უკრაინამ საბოლოო ჯამში შეძლოს აგრესორთან ეს ომი მოიგოს,” - განაცხადა სტანომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა