ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებს, რომელთა წარმატებული ოპერაციებით ომი იქ ბრუნდება, საიდანაც მოვიდა!
ევროკომისარი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ – უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერს ვხსნით
War update: 244 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,120 over past day
Trump ready to back Russia sanctions championed by Senator Graham – CNN
Russian oil refining falls to 21-year low after Ukrainian drone strikes – Bloomberg
Russian air defense units in Crimea facing severe fuel shortages – Atesh
Ukraine receives new F-16 mobile simulators

შალვა პაპუაშვილი - „ენჯეოების“ დონორებს სასამართლოს დაკომპლექტებასთან უცხო ქვეყანას არაფერი ესაქმება

26.02.2024 ნახვები: 528

ფაქტობრივად, ოპოზიცია გვთავაზობს სუვერენიტეტის დათმობას მაშინ, როცა ამბობს, რომ უცხოელებმა საქართველოში მოსამართლეები უნდა დანიშნონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიას და ნიშნავს, რომ მათთვის საქართველოს სახელმწიფო არ არსებობს.

პაპუაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერების ტესტის გავლას გულისხმობს.

„მგონი, ოპოზიცია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ადასტურებენ, რა ცუდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს უცხოურ ფულზე ზედმეტ დამოკიდებულებას. ფაქტობრივად, დღეს ოპოზიცია გვთავაზობს სუვერენიტეტის დათმობას მაშინ, როცა ამბობს, რომ უცხოელებმა საქართველოში მოსამართლეები უნდა დანიშნონ. ეს ეწინააღმდეგება ყველანაირ სულისკვეთებას, ჩვენს 30-წლიან დამოუკიდებლობის ისტორიას, ისტორიულ მისწრაფებებს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს ნიშნავს, რომ მათთვის სახელმწიფო, საქართველო არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ მათთვის ჩვენი დამოუკიდებლობა არ არსებობს და უნდათ, სხვებისთვის ერთი ჭანჭიკი ვიყოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ძალიან აქტიურობენ, რომ უცხოელები იყვნენ ჩართული მოსამართლეთა დანიშვნაში.

„ჩვენ გვესმის დონორების მოწოდებები, რომ მათი დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მსჯელობებში ჩავრთოთ. როცა მათ მსჯელობებში ვრთავთ, გამოდის, რომ ეს ორგანიზაციები გვთავაზობენ, მათი დონორები გადაწყვეტილების მიღებაში ჩავრთოთ. მგონი, უნდა ჩამოყალიბდნენ და გვითხრან, ამ ქვეყნიდან საერთოდ თუ უნდა წავიდეთ და ეს ქვეყანა „ენჯეოებმა“ და დონორებმა მართონ, გვითხრან, თუ ეს არის მათი ძირითადი განზრახვა.

ეს ნელ-ნელა სცდება სუვერენიტეტის პატივისცემის ყველანაირ ზღვარს, როცა დონორები მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ პირით გვეუბნებიან, რომ დონორებს უნდათ, საქართველოში მოსამართლეები დანიშნონ. ყველას მივუთითებ  მათ შორის ვენის კონვენციაზე, ყველამ პატივი უნდა სცეს შიდა პოლიტიკასა და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანას არაფერი ესაქმება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დაკომპლექტებაში. ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ფორმალურად ჩვენს კონსტიტუციას, არამედ ჩვენს დამოუკიდებლობის სულისკვეთებას.  ჩვენ ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის იმისთვის, რომ დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე ჩვენ კი არ გადავწყვიტოთ ქვეყნის ბედი და დავაკომპლექტოთ სასამართლო, არამედ უცხო ქვეყნებმა დაგვიკომპლექტონ? ამ დონემდე მივიდნენ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. მგონი, უკვე ძალიან ახლოს არიან იმ წითელ ხაზებთან, რომლის იქითაც საქართველოს ინტერესების სრული უგულებელყოფა ხდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა