თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსი მკვლელები პასუხს აგებენ

ნახვები: 607 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსი მკვლელები პასუხს აგებენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმება რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნების მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულ დაკავების ორდერს. საუბარია ორ რუს სამხედრო მაღალჩინოსანზე, რომლებიც უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილი.

„მათ განახორციელეს და ახორციელებენ ტერორისტულ კამპანიას ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ. განახორციელეს დარტყმები ჩვენს ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს არის აშკარა დანაშაულები – რუსეთის ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ. რუსი მკვლელები პასუხს აგებენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ავიაციისა და შავი ზღვის ფლოტის მეთაურების დაპატიმრების ორდერი გასცა. ჰააგის საერთაშორისოს სასამართლოს განცხადებით, არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები პასუხისმგებელნი იყვნენ „სარაკეტო თავდასხმებზე, რომლებიც განხორციელდა მათი მეთაურობით უკრაინის ელექტრო ინფრასტრუქტურაზე“.

საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ უკრაინის ელექტრო ქსელზე თავდასხმებმა ზიანი მიაყენა მშვიდობიან მოსახლეობას. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორებს ასევე სურთ, რომ პროკურატურამ შეაფასოს დარტყმები არამხოლოდ ომის დანაშაულებად, არამედ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა