თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

იაგო ხვიჩიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ნახვები: 607 იაგო ხვიჩიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

პარტია „გირჩის“ ლიდერს, იაგო ხვიჩიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა პარტიის ოფისში მოხდა.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ეს ყველაფერი გამოწვეულია „ქართული ოცნების“ და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით“.

„ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან თავის დროზე, „ბიბლიური თავისუფლების“ დახმარებით. შემდეგ ეს ძმა წავიდა ამერიკაში. ახლა მეორე ძმამ, მამა შალვას და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ მისი ძმა ჩვენ სატანას ვაზიარეთ. ოფისში მოვიდა, თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას. ჩავერიე და მისი მოქნეული ხელი მომხვდა. ეს ტიპი არავის მოგზავნილი არ არის, არც საპატრიარქოსი და არც მთავრობის. ჩვეულებრივი სულელია. რიგითი სულელები რომ არიან, რომლებიც ჭედავენ. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, სავარაუდოდ, მაინც ჩააყუდებენ ციხეში, სამწუხაროდ. ასე დამთავრდება ეს ისტორია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა