თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ახალი პარტია სინამდვილეში არის ძველი „ნაციონალური მოძრაობის“ დესანტი პოლიტიკაში

ნახვები: 609 არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ახალი პარტია სინამდვილეში არის ძველი „ნაციონალური მოძრაობის“ დესანტი პოლიტიკაში

არაფერი ახალი, სინამდვილეში ეს არის ძველი „ნაციონალური მოძრაობის“ დესანტი პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამის პარტია „ახალში“ გაერთიანების შესახებ განაცხადა.

„ჩვენ ადრე, წინა თვეებში ვამბობდით, რომ იქნება მცდელობები, საზოგადოება როგორმე დააბნიონ ახალი „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოყალიბებით. სინამდვილეში ეს არის ისევ იგივე ხალხი, ისევ იმავე პოლიტიკური ბიოგრაფიებით. ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, თუ როგორი მეთოდებით მართავდნენ ისინი ქვეყანას, როგორ ექცეოდნენ ადამიანებს. ძალიან კარგად იცის ჩვენმა ხალხმა, რომ თუ ეს ხალხი ოდესმე ხელისუფლებაში იქნება დაშვებული, როგორ გამოიყენებენ ძალაუფლებას. ამიტომ არავითარი შანსები, რა თქმა უნდა, ამ პროექტს, რომ ეს თითქოს სხვა არის, თითქოს ახალი არის, არ აქვს.

ეს არის ამომრჩევლის მოტყუების მცდელობა. როდესაც ძველმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განიცადა კრახი პოლიტიკაში, წააგო ცხრა არჩევნები, მისი ლობისტები დარწმუნდნენ, რომ ამ პარტიით, ამ პლატფორმით, ამ სათაურით რაიმე წარმატებაზე საუბარი ზედმეტია. ამიტომ დაიწყეს ახალი „ნაციონალური მორაობის“, ახალი პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბება. მაგრამ აქ აქვთ ერთი სერიოზული პრობლემა – რაც არ უნდა ახალი სათაურები დაარქვან, აქვთ ადამიანური რესურსის პრობლემა, ჰყავთ ძველი ადამიანები იმ ძველი ბიოგრაფიებით, ღირებულებებით, როგორიც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა