კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ევროკავშირმა „იანდექსის“ თანადამფუძნებელ არკადი ვოლოჟს სანქციები მოუხსნა

ნახვები: 543 ევროკავშირმა „იანდექსის“ თანადამფუძნებელ არკადი ვოლოჟს სანქციები მოუხსნა

ევროკავშირმა „იანდექსის“ თანადამფუძნებელ არკადი ვოლოჟს სანქციები მოუხსნა. ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.
ვოლოჟთან ერთად, სასანქციო სიიდან ასევე ამოიღეს საინვესტიციო კომპანია „სისტემის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი სერგეი მნდოიანცისა და მოტოკლუბის „ღამის მგლები“ ევროპული განყოფილების ხელმძღვანელის, იოზეფ ჰამბლეკის, ასევე სხვა პირების სახელები.

„იანდექსის“ თანადამფუძნებელი ევროკავშირმა „შავ სიაში“ 2022 წლის ივნისში შეიყვანა. ამის შემდეგ მან კომპანიის დირექტორთა საბჭო და გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. 2023 წლის აგვისტოში მან საჯაროდ დაგმო ომი უკრაინაში და თქვა, რომ მანამდე ამ საკითხზე დუმილისთვის „მრავალი მიზეზი“ ჰქონდა.

„მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები რუსეთის ბარბაროსულ შეჭრას უკრაინაში, სადაც მე, როგორც მრავალ სხვას, ჰყავს მეგობრები და ნათესავები. მე შოკში ვარ იმის გამო, რომ ყოველდღიურად უკრაინელების სახლებზე ბომბები ცვივა“, – აღნიშნული იყო ვოლოჟის განცხადებაში.

ბიზნესმენის თქმით, იმის მიუხედავად, რომ 2014 წლიდან ის რუსეთში არ ცხოვრობს, ესმის, რომ მას ეკისრება პასუხისმგებლობის წილი ქვეყნის ქმედებებისთვის.

როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, „იანდექსი“ დომინანტურ ადგილს იკავებს რუსეთის ინტერნეტ-ბაზრის მრავალ სეგმენტში და თანამშრომლობს რუსეთის ხელისუფლებასთან.

აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისში კომპანია „იანდექსის“ აქტივების გაყოფის შესახებ მოლაპარაკებები დასრულდა. ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა სათავო კომპანია Yandex N.V.-მ თანხმობა განაცხადა ყველა თავისი რუსული აქტივის რუსი ინვესტორების კონსორციუმისთვის მიყიდვაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა