MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

ირაკლი ზარქუა - ორი ნიკა, ორივე ანზორის ძე! მე პირადად მივესალმები, იმიტომ რომ „ნაცი“ „ნაცს“ თუ წაართმევს ხმებს, ძალიან კარგი იქნება

ნახვები: 539 ირაკლი ზარქუა - ორი ნიკა, ორივე ანზორის ძე! მე პირადად მივესალმები, იმიტომ რომ „ნაცი“ „ნაცს“ თუ წაართმევს ხმებს, ძალიან კარგი იქნება

ორი ნიკა, ორი ანზორის ძე. მე პირადად მივესალმები, იმიტომ რომ „ნაცი“ „ნაცს“ თუ წაართმევს ხმებს, ძალიან კარგი იქნება - მეტი ნიკა ქართულ ოპოზიციას! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ მელია-გვარამიას გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

ზარქუა არ გამორიცხავს, პარტია "ახალს" თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი აფინანსებდეს.

"ორი ნიკა, ორი ანზორის ძე. რა უნდა ვილაპარაკოთ ახლა?! მე "ჩამიგდეს" სახალისოდ, როგორი "შეხმატკბილებულები" არიან. არაფერი საერთო არ აქვთ. ერთადერთი საერთო ის აქვთ, რომ ორივე "ნაცია", იქიდან მოდიან, ფესვები არის "ნაცობიდან" და ახლა ცდილობენ, გაემიჯნონ ხაბეიშვილის და კეზერაშვილის პარტიას. არ გამოვრიცხავ ისევ კეზერაშვილი აფინანსებდეს მათ. "ახალი" დაირქვეს. დავამატოთ - "ახალი ნაცები". სწორია! "ახალი ნაცები"! მე პირადად მივესალმები, იმიტომ რომ "ნაცი" "ნაცს" თუ წაართმევს ხმებს ძალიან კარგი იქნება, ამით ქვეყანაც და ჩვენი საზოგადოებაც უფრო მეტად მოგებული დარჩება. დანარჩენი რასაც წარმოადგენენ კი ვნახეთ," - განაცხადა ზარქუამ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა