ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others

ლევან დავითაშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური ურთიერთობები არის ძალიან მჭიდრო და ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება

ნახვები: 520 ლევან დავითაშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური ურთიერთობები არის ძალიან მჭიდრო და ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება

საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური ურთიერთობები არის ძალიან მჭიდრო, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აზერბაიჯანი საქართველოს ხუთეულშია სავაჭრო პარტნიორობის კუთხით.

„ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება. ასევე ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც საქართველოში შემოდის აზერბაიჯანიდან და პირიქით. ასევე გვაქვს ჩვენ საერთაშორისო პროექტები, რომელშიც საქართველო და აზერბაიჯანი წამყვან როლს თამაშობენ და ამაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რომ ეს არის მეგა პროექტები აზერბაიჯანისთვის, სადაც საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს არის ძირითადად ენერგოუსაფრთხოებაზე მიმართული პროექტები, რომელიც მათ შორის ევროპულ ენერგოუსაფრთხოებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ეს არის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მჭიდრო კავშირები, რომელიც კიდევ უფრო აქტუალური ხდება გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, შუა დერეფნის განვითარება. დეტალურად მიმოვიხილეთ ის პერსპექტივები, რომელიც ახალი პროექტების კუთხით ჩნდება. ეს არის დამატებით ენერგეტიკულ პროექტებში თანამშრომლობა და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა