კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ბორელი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რუსული გაყინული აქტივებიდან შემოსავლის უკრაინის ფონდში გადარიცხის ინიციატივით მიმართავს

ნახვები: 542 ბორელი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რუსული გაყინული აქტივებიდან შემოსავლის უკრაინის ფონდში გადარიცხის ინიციატივით მიმართავს

ევროკავშირმა ევროპის მასშტაბით გაყინული რუსული აქტივებიდან შემოსავლის 90% EU-ს მიერ განკარგვად ფონდში უნდა გადარიცხოს, რომელიც უკრაინას იარაღით მომარაგებას აფინანსებს, - ამ ინიციატივის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა, ბრიუსელში მედიასთან განაცხადა.

Reuters-ის ინფორმაციით ბორელი ოფიციალური წინადადებით ბლოკის წევრ 27-ვე სახელმწიფოს დღეს, 20 მარტს, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე მიმართავს.

ბორელის ინიციატივით, ფული “ევროპული უსაფრთხოების ფონდში” უნდა ჩაირიცხოს, რომელიც იმ ქვეყნებს ეხმარება, რომლებიც EU-ს შემადგენლობაში არ არიან, თუმცა ფონდის მთავარი ბენეფიციარი უკრაინაა.

“თუ ამას გავაკეთებთ, რუსები ძალიან კმაყოფილები არ იქნებიან. ამდენი ფული, 3 მილიარდი ევრო ყოველწლიურად, გასაოცარიც კი არ არის. თუმცა არც უმნიშვნელოა”, - განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, რუსული აქტივების 70%, მათ შორის,რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით, 190 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები Euroclear-ში ინახება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა