War update: 244 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,120 over past day
Trump ready to back Russia sanctions championed by Senator Graham – CNN
Russian oil refining falls to 21-year low after Ukrainian drone strikes – Bloomberg
Russian air defense units in Crimea facing severe fuel shortages – Atesh
Ukraine receives new F-16 mobile simulators
Zelensky: Ukraine needs 300 Patriot missiles to defend this winter
Zelensky: EU to unveil next round of sanctions against Russia this week

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დახმარება სჭირდება, რათა რუსეთის შეტევისთვის მოემზადოს, რომელიც შესაძლოა მაისის ბოლოს ან ივნისში დაიწყოს

28.03.2024 ნახვები: 631

უკრაინას დახმარება სჭირდება, რათა რუსეთის შეტევისთვის მოემზადოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის შეტევა მაისის ბოლოს ან ივნისში შეიძლება დაიწყოს, ხოლო უცხოური დახმარება უკრაინას ახლა სჭირდება, რათა ვითარების სტაბილიზება მოახდინოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუ სუმის ოლქში მისცა, რომელიც მუდმივი საარტილერიო დაბომბვების პირობებშია.

“ჩვეულებრივ, როდესაც არტილერიით უტევენ და სოფლებს ანადგურებენ, ამის შემდეგ ისინი ყოველთვის მათ ოკუპირებას ცდილობენ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, მან სასაცილო უწოდა მოსკოვში ტერაქტის მომზადებაში უკრაინის დადანაშაულების მცდელობებს.

“მას [პუტინს] არ აღელვებს ეს ტერორისტული აქტია, ეკონომიკური აქტია, ნავთობის მრეწველობაა თუ ამ სფეროებიდან რომელიმე… [ის] გამოიყენებს ამას თავისი საზოგადოების მაქსიმალურად გასაერთიანებლად - მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში მსხვერპლისა და დაჭრილების ასეთი რაოდენობაა, ის ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი მიზნისთვის იყენებს - გაამართლოს, რომ უკრაინა არ არსებობს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინის მიზანია საბჭოთა კავშირს მისი იმპერიული დიდება და გეოგრაფიული საზღვრები დაუბრუნოს.

“მისთვის ჩვენ რუსეთის ფედერაციის სატელიტი ვართ. ამ მომენტისთვის ეს ჩვენ ვართ, შემდეგ - ყაზახეთი, შემდეგ ბალტიის ქვეყნები, შემდეგ პოლონეთი, შემდეგ გერმანია. როგორც მინიმუმ გერმანიის ნახევარი…

ეს აგრესიაა და პუტინის არმია შეიძლება ევროპაში მივიდეს, და მაშინ შეერთებული შტატების მოქალაქეებს, შეერთებული შტატების ჯარისკაცებს ევროპის დაცვა მოუწევთ, ვინაიდან ნატოს წევრი არიან”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა