საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა
ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება
გენერალური პროკურორი კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ
გოჩა მირცხულავა: პაპუაშვილის რელიგიური აღმოჩენები - როცა რუსთაველის კალენდარი გაწუხებს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ
ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა

კახა კალაძე - ჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს დასანქცირებული ჩვენი ქვეყანა, ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს

ნახვები: 645 კახა კალაძე - ჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს დასანქცირებული ჩვენი ქვეყანა, ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს

ჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს დასანქცირებული ჩვენი ქვეყანა, ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც კალაძემ აღნიშნა, სანქციების შესაძლო დაწესების თაობაზე განცხადებები „ჩვეულებრივი შანტაჟი და მუქარა არის“.

„აბსოლუტურად გაუგებარია, ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, მუქარა, მე ასე შევაფასებდი. რა აქვს ამ კანონს ის პრობლემა, რომელიც თავისუფლებისთვის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის, საკუთრების უფლებასთან, სამართლიანობასთან დაკავშირებით არის? ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რაზეც ევროპა დგას, ხომ? რას უშლის ხელს გამჭვირვალობა? რას უშლის ხელს აღნიშნული კანონი, ამდენი ხანია ვისმენ და ვერანაირი განმარტება ვერ მოვისმინე. ერთადერთი, რასაც ვისმენ, შეფასება არის ის, რომ ეს არის რუსული.

ამაზე დიდი სიდებილე და უაზრობა არ ვიცი. ვერანაირი არგუმენტაცია ვერ მოვისმინე, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემა. გვინდა მივიღოთ პასუხი, რა არის ამ კანონპროექტში ისეთი პრობლემა. ერთადერთი მოთხოვნა, რაც არის, ეს არის გამჭვირვალობა, მაგრამ აქაც მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ყველაფერი ცხადია - ცხადია, მათ არ სურთ აღნიშნული კანონის მიღება იმიტომ, რომ მათთვის გამჭვირვალობა მისაღები არ არის. ევროპარლამენტარები რომ გამოდიან და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გვესაუბრებიან, მათ ინტერესში შედის, რომ ეს ყველაფერი მალული იყოს, რადგან ის დონორები, არასამთავრობო ორგანიზაციები აფინანსებენ რევოლუციას, აფინანსებენ იმას, რომ პოლარიზაცია გაღრმავდეს. ერთი მხრივ, ხელისუფლებას მოგვიწოდებენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა შევამციროთ პოლარიზაცია, დაპირისპირება, დავათბოთ ურთიერთობები და მეორე ხელით აფინანსებენ ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ გადასული არიან შეურაცხყოფაზე, პოლარიზაციის გაღრმავებაზე.

თუკი რამე სიბინძურე არსებობს და რამე ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ამას აფინანსებენ და არ უნდათ ეს გახდეს საჯარო ყველასთვის, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ამას გვიფუთავენ დემოკრატიით, ადამიანის უფლებით და ასე შემდეგ, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ის სამარცხვინო განცხადებები, რასაც ვისმენთ კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან",-განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა