თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ლევან ხაბეიშვილი - მხოლოდ კობახიძემ, მდინარაძემ და ზარქუამ იციან კითხვა და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა

ნახვები: 609 ლევან ხაბეიშვილი - მხოლოდ კობახიძემ, მდინარაძემ და ზარქუამ იციან კითხვა და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა

მხოლოდ კობახიძემ, მდინარაძემ და ზარქუამ იციან კითხვა და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა, დანარჩენს არავის დედამიწაზე არაფერი არ გაეგება - კანონის შინაარსი ლავროვმა და პესკოვმა გაიგეს მოსკოვში , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამით ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„არ იცის, ვერ გაიგეს და ვერ წაიკითხეს, ამერიკაში - სახელმწიფო დეპარტამენტმა ვერ წაიკითხა, ვერ გაიგო ამერიკის ელჩმა, ვერ წაიკითხა ევროკავშირის ელჩმა, არ იცის გერმანელმა, ლიტველმა, პოლონელმა, ფრანგმა, ესტონელმა. მოტყუვდა, ვერ გაიგო ცუკერბერგმა, ექსპერტებმა, მსოფლიოში ავტორიტეტულმა არასამთავრობოებმა და დიპლომატებმა.

მხოლოდ ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და ირაკლი ზარქუამ იციან კითხვა და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა, დანარჩენს არავის დედამიწაზე არაფერი არ გაეგება. ჰო და კიდევ, შინაარსი ლავროვმა და პესკოვმა გაიგეს მოსკოვში.

არა რუსულ კანონს! კი - ევროპას!”, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა