ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

დავით უსუფაშვილი „ქართულ ოცნებას“ - სწორედ თქვენი პოლიტიკაა იმის მიზეზი, რომ კანონის მიზანს ყველა ცალსახად ხედავს

15.04.2024 ნახვები: 522

იმ ჩვენი კოლეგის უმსგავსო და გაუმართლებელი საქციელი არა მგონია ორ აზრს იწვევდეს ამ ოთახში, მაგრამ მისი არასწორი საქციელი ამ [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] კანონპროექტთან შედარებით არაფერს ნიშნავს, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სხდომაზე განაცხადა.

ამით ის გამოეხმაურა დღეს პარლამენტში მომხდარ ფაქტს, როდესაც „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

გარდა ამისა, დავით უსუფაშვილის თქმით, მთელი დემოკრატიული სამყარო კარგად არის გარკვეული იმაში, თუ „რა გზას ადგას“ საქართველოს მთავრობა.

„იმ ჩვენი კოლეგის უმსგავსო და გაუმართლებელი საქციელი არა მგონია ორ აზრს იწვევდეს ამ ოთახში, მაგრამ მისი არასწორი საქციელი ამ კანონპროექტთან შედარებით არაფერს ნიშნავს.

ეს კანონპროექტი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უპრეცედენტოდ ხანგრძლივი სხდომაც ნიშნავს, რომ რაღაცაშია საქმე. ხომ არ თვლით, რომ თქვენი მცდელობა, თავისუფალი სამყაროსთვის ფუჭი მცდელობაა? ხომ არ თვლით, რომ სწორედ თქვენი პოლიტიკაა მიზეზი იმისა, რომ კანონის მიზეზსა და მიზანს ყველა ცალსახად ხედავს? მიზეზი ის არის, რომ გარედან ნერვებს გიშლიან - ხან რაზე მიგითითებენ და ხან რაზე, რეკომენდაციებს გაძლევენ, ნაბიჯების გადადგმას გთხოვენ. მიზანი ამ კანონის და ამოცანა არის ის, რომ გაწყვიტოთ ყველა შესაძლო ხაზი იმისა, რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი ორგანიზაციები არსებობდნენ. ნუ გიკვირთ, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო კარგად არის გარკვეული იმაში, თუ რა გზას ადგახართ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა