თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა

ნახვები: 611 ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატას - წარმომადგენელთა პალატას, ორივე პარტიას და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს “გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ისტორიას სწორ მსვლელობას უნარჩუნებს.”

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში - სენატში, რის შემდეგაც, ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეცემა.

“დემოკრატიას და თავისუფლებას ყოველთვის ექნება მნიშვნელობა მსოფლიოში და არასდროს განიცდის მარცხს, სანამ ამერიკა მათ დაცვაში დახმარებას გაწევს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტი აშშ-ის დახმარების შესახებ, რომელიც დღეს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო, დაგვეხმარება აღვკვეთოთ ომის გაფართოება, გადაარჩენს ათასობით და ათასობით სიცოცხლეს და ორივე ჩვენს ერს უფრო ძლიერს გახდის”,- წერს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა