კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

შალვა პაპუაშვილი - რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მზად ვიყოთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, უკვე წევრი ვიქნებოდით

ნახვები: 542 შალვა პაპუაშვილი - რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მზად ვიყოთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, უკვე წევრი ვიქნებოდით

რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მზად ვიყოთ [ევროკავშირში] გაწევრიანებისთვის, უკვე წევრი ვიქნებოდით, ეს ისედაც ჭეშმარიტებაა - რაც შეეხება პროცესს, როდის რა მოხდება, სინამდვილეში აქ გადამწყვეტია, არა თუ როდის დაიწყება რაღაც პროცესი, არამედ როდის დასრულება, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, მედიასთან შეხვედრაზე "ინტერპრესნიუსის" კითხვას, რომელიც "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.

პაპუაშვილის თქმით, პროცესის დასრულებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის პარალელური წინსვლა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მზად ვიყოთ გაწევრიანებისთვის, უკვე წევრი ვიქნებოდით, ეს ისედაც ჭეშმარიტებაა. რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორც პროცესს, უნდა შევხედოთ რაზე გვაქვს საუბარი.

საქართველო დღეს ისე ახლოა ევროკავშირთან, როგორც არასდროს. სინამდვილეში, ჩვენ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ამ ხელისუფლების პირობებში შევძელით იმხელა ნახტომის გაკეთება ევროპასთან ინტეგრაციის, რომელიც არ ყოფილა არც ერთი ხელისუფლების დროს, არც ერთ მომენტში. ჩვენს პირობებში მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. არა მარტო ხელი მოვაწერეთ, არამედ ამ შეთანხმების ნახევარი უკვე შესრულებულია და რას ნიშნავს ახლა ეს საბოლოოდ და რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. ერთი ორი მყვირალა თემა რომ დავივიწყოთ და დროებით გვერდით გადავდოთ, რაც წარმოჩენილია თითქოს ევროინტეგრაციის მთავარი საკითხებია. სინამდვილეში, ის, რაც ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს, ეს გულისხმობს სტანდარტებს, მომხმარებელთა უფლებებს, გარემოს დაცვას, ეკონომიკას, სოფლის მეურნეობას, აი, ამ სფეროებში და ზოგადად, ის რაც ადამიანის ცხოვრებას ეხება. აქ ჩვენ ისე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს. ასოცირების შეთანხმება მოიცავს ევროკავშირის სამართლის 70%-ს, რომლის ნახევარი ჩვენს კანონმდებლობაში უკვე ინტეგრირებული გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობს კანონმდებლობით, რომელშიც ევროკავშირის კანონმდებლობის თითქმის ნახევარი უკვე ინტეგრირებულია. სინამდვილეში ეს არის ჩვენი ნახტომი.

რაც შეეხება პროცესს, როდის რა მოხდება. სინამდვილეში აქ გადამწყვეტია არა თუ როდის დაიწყება რაღაც პროცესი, მაგალითად, როდის მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი ან როდის გაიხსენა მოლაპარაკებები. სინამდვილეში გადამწყვეტია, როდის დასრულება პროცესი.

დასრულებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პარალელური წინსვლა. ჩვენ წინ ვართ ვიდრე უკრაინა, წინ ვართ ვიდრე მოლდოვა, ვიდრე ბოსნია-ჰერცეგოვინა. შეიძლება მათთან უფრო ადრე დაიწყონ მოლაპარაკება. ცნობისთვის, დღემდე არ დაწყებულა უკრაინასთან და მოლდოვასთან, ასევე ბოსნიასთან. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება არსებობს, რომ დაიწყება. ამიტომ, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ მოლაპარაკება გაწევრიანებასთან დაკავშირებით პირობითად, დაიწყება 2024-25 წლებში, მნიშვნელოვანია, როდის დამთავრდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მუშაობა იმ საკითხებზე, რომელზეც სამწუხაროდ, ოპოზიცია არ მუშაობს პარლამენტში, რაზეც ჩვენ გვიწევს მარტო მუშაობა. ოპოზიცია და გარკვეული ჯგუფი, მათ შორის არასამთავრობოო ორგანიზაციები, ჩაციკლულია რამდენიმე მყვირალა თემაზე. უამრავი საკითხია მოსაწესრიგებელი და სამსჯელო. ჩართულობაა არის ნულოვანი ოპოზიციის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით ასეთი განცხადება გააკეთა: "დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არ არის კონსენსუსი ამაზე, დრო დასჭირდება. სტატუსის მიღება იყო პიკი, რისი მიღწევაც ქვეყანამ შეძლო".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა