ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

იაგო ხვიჩია - კითხვა, რომელსაც ნებისმიერ „ქოცთან“ უნდა ვსვამდეთ: რას ვიღებთ სანაცვლოდ, როდესაც ამდენ რამეს ვკარგავთ ამ უაზრო კანონით?

26.04.2024 ნახვები: 524

იბადება კითხვა, რომელსაც ყოველ წუთს ნებისმიერ „ქოცთან“ უნდა ვსვამდეთ: რას ვიღებთ სანაცვლოდ, როდესაც ამდენ რამეს ვკარგავთ ამ უაზრო კანონით? ან რა ღირებულება დევს ამ ე.წ. NGO-ების გამჭვირვალობაში ისეთი, რომლის საფასურადაც ქვეყნის თანამდებობის პირები უნდა დასანქცირდნენ, ხალხმა უნდა დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია და არ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით?, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, არ იცის ევროპარლამენტის რეზოლუციის პუნქტები აღსრულდება თუ არა, მაგრამ "იქ რომ ის საკითხებია მოხვედრილი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას არაფერში აწყობს და არც არაფერში სჭირდება, ცხადია".

"ჩემი აზრით, შეუძლებელია ახლა ზუსტად ვთქვათ, ჩვენ ვიზალიბერალიზაციას ჩამოგვართმევენ თუ არა, მაგრამ რაც ნამდვილად შეგიძლია ვთქვათ, არის ის კითხვები, თუ რატომ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ამას? რატომ აყენებს კითხვის ნიშნის და დარტყმის ქვეშ ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანს - ევროპასთან ურთიერთობას და ვიზალიბერალიზაციას? ჩემი აზრით, ეს არის მთავრობის მკაფიო მესიჯი ზოგადად, ქართველ ხალხთან დამოკიდებულების. ის ჯერ ამაყობდა, რომ ვიზალიბერალიზაცია მოუტანა ქვეყანას და ახლა რისკავს იმით, რომ საკუთარი უგუნური გადაწყვეტილების გამო, შეიძლება, ქართველმა ხალხმა დაკარგოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა. ამის გარისკვის საჭიროება რატომ დგას? რა პრინციპს ვიცავთ ამით? თუ რატომ არის ეს ევროპისკენ სვლა, თუ ასეთი ნაბიჯების შედეგად შეიძლება ვიზალიბერალიზაცია დავკარგოთ, წარმოდგენა არ მაქვს. რა დგას მეორე მხარეს ისეთი, რომ ამას ასე ძალიან ვიცავთ, მე უბრალოდ არ მესმის," - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც შესწორებებით დაამტკიცა, მოუწოდებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება. ამასთან, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ შესწორებაში ასევე საუბარია ლგბტქ+ შესახებ კანონპროექტის შესახებ. კიდევ ერთი შესწორებით, ევროპარლამენტი თვლის, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხმა მისცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის სასარგებლოდ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა