ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

პრეზიდენტი - მოგმართავთ თქვენ, ქართულ ჯარს, რამეთუ დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას

30.04.2024 ნახვები: 516

მოგმართავთ თქვენ [ქართულ ჯარს], რამეთუ დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები და ცდილობენ, ის ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს, ვერც ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევით, ვერც ძმათა შორის დაპირისპირების გაჩაღებით, ვერც პირდაპირი ომით და ოკუპაციით ვერ დაიმორჩილეს - დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მტერმა ძალიან კარგად იცოდა და იცის, რომ საქართველოს სისუსტეს მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს.

„მივესალმები საქართველოს ჯარს, მის რიგითებს, კაპრალებს, სერჟანტებს, ოფიცრებს, გენერლებს; მივესალმები პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრს და თავდაცვის ძალების მეთაურს; მივესალმები დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს; მივესალმები ქართველ ხალხს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს.

მივმართავ ჯარს, რომლის მთავარსარდლობას ამაყად ვატარებ: მოგმართავთ ქართულ ჯარს, როგორც ქვეყნის საგუშაგოზე მდგარს და ჩვენს საიმედო ფარს. დღეს მოვედი თქვენთან, რამეთუ თქვენ ხართ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის სიმბოლო. ამ მიზანს ემსახურებით 33 წელია, იმავე მიზანს, რომელსაც ემსახურებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარი 1918-1921 წლებში. ემსახურებოდნენ იუნკრები, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს უკლებლივ ყველა გუშაგი და რამაც დღემდე მოგვიყვანა.

მოგმართავთ თქვენ, რამეთუ დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები და ცდილობენ, ის ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს, ვერც ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევით, ვერც ძმათა შორის დაპირისპირების გაჩაღებით, ვერც პირდაპირი ომით და ოკუპაციით ვერ დაიმორჩილეს, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას.

მტერმა ძალიან კარგად იცოდა და იცის, რომ საქართველოს სისუსტეს მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს. 30 წელზე მეტია, რაც ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული - ევროპული პერსპექტივა, როგორც ერთადერთი ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, მშვიდობისა და განვითარების გზა. ამ 33 წლის განმავლობაში არაერთი კრიზისი, ვნებათაღელვა განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები იყო, თუმცა ამ ერთ მიზანს აქამდე არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა