კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ანა ნაცვლიშვილი - ივანიშვილო, ეს ქვეყანა არ გახდება შენი ბოსტანი

ნახვები: 544 ანა ნაცვლიშვილი - ივანიშვილო, ეს ქვეყანა არ გახდება შენი ბოსტანი

ივანიშვილო, ეს ქვეყანა არ გახდება შენი ბოსტანი და არც რუსეთის უკანა ეზო, არც შენი კრიმინალური ფულის სამრეცხაო არ გახდება, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, გუშინდელი საერთო სახალხო შეკრება სხვა არაფერი იყო, თუ არა იმ უზარმაზარი უფსკრულის დემონსტრირება, რომელიც ივანიშვილსა და ქართველ ხალხს შორის არის.

„ღმერთო ჩემო, რა ცინიზმია, აქ საუბრობდეთ ჯარზე, ანწუხელიძის მემკვიდრეობაზე. რა ცინიზმია საუბრობდეთ მიღწეულ შედეგებზე. ვისი დახმარებით, ვის ხელშეწყობით მოხდა ეს ყველაფერო? თითქოს არ იცით და მალავდეთ ამ ინფორმაციას. თუ ვინმეს კიდევ რაიმე ეჭვი ჰქონდა, ძალიან ნათლად გაცხადდა ეს რუსი ოლიგარქის გამოსვლის დროს, როდესაც ჩამოიხსნა ყველა ნიღაბი და ძალიან ღიად ისაუბრა, რას უპირებს ამ ქვეყანას. მაგრამ არა, ივანიშვილო, ეს ქვეყანა არ გახდება შენი ბოსტანი და არც რუსეთის უკანა ეზო, არც შენი კრიმინალური ფულის სამრეცხაო არ გახდება. ეს ქვეყანა არის სუვერენული, თავისუფალი, ღირსეული და ამაყი ადამიანების ქვეყანა და ზუსტად ასე ამაყად გააგრძელებს თავისი თავისუფლების დაცვას, მათ შორის, იმ ხელისუფლებისგან, რომელიც ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება და არ ქართველი ხალხის. გუშინდელი გამოსვლა სხვა არაფერი იყო, თუ არა იმ უზარმაზარი უფსკრულის დემონსტრირება, რომელიც ივანიშვილს და ქართველ ხალხს შორის არის. დიახ, ქართველი ხალხი გამოგიტანთ განაჩენს და გაგიშვებთ ისტორიის სამსჯავროზე“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი განმარტებით, ქართულმა ჯარმა და ქართველმა სამხედროებმა ძალიან კარგად იციან, ვინ არის ქვეყნის მტერი და მოყვარე.

„რამდენი კანონიც არ უნდა შემოიტანოთ და რამდენი პროპაგანდაც არ უნდა წარმართოთ „შავი ფულით“, ვერც ქართულ ჯარს აუბნევთ თავგზას და ვერც საქართველოს მოქალაქეებს იმიტომ, რომ დიახ, შეიარაღებულ ძალებში, ძალოვან უწყებებში, სამოქალაქო პირებშიც ასობით ადამიანია საქართველოსი, ვინც ფიზიკურად თავისი სხეულით ატარებს რუსეთის მიერ მიყენებულ ჭრილობებს. ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი ზურგით ჰყავთ გამოყვანილი აფხაზეთის თუ აგვისტოს ომში დაჭრილი თუ გარდაცვლილი მეგობარი. ამ ადამიანებს თქვენ დღეს გინდათ დააჯეროთ, რომ თურმე დასავლეთია, ვისაც სურს ამ ქვეყნისთვის ბოროტება. ამას ვერ დააჯერებთ, ძალიან ბევრი მოწმეა ამ ქვეყანაში რუსეთის დანაშაულების. იმ დანაშაულების, რომელსაც ახლა გინდათ თავზე ხელი გადაუსვათ, ენა მოუჩლიქოთ. მტერი მოყვარედ და მოყვარე მტრად წარმოაჩინოთ ამ თქვენი რუსული კანონით. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად დაინახა და გაიგო“, -განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა