ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია

ფიცი - გაფიცვას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

ნახვები: 545 ფიცი - გაფიცვას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

გაფიცვას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებით შეუერთდნენ. 

"მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და თვითმართველობა დუმს- ჩვენ, აქციების დაწყების დღიდან თეთრი ხალათებით ვდგავართ ჩვენი, მოქალაქეებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე.

ბოლო საათების განმავლობაში, ჩვენ მკაფიოდ ვიხილეთ- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიისა და სხვა უნივერსიტეტების რეაქცია, რომელსაც ვერ დავტოვებთ ყურადღების მიღმა. დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით და ვაცხადებთ გაფიცვას! 

ვიქნებით ყველგან თქვენს შორის თეთრი ხალათებითა და სუფთა ხელებით, ქართული და ევროპული მომავლის სადარაჯოზე! ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ დღეს 20:30 საათზე", - ამბობენ სტუდენტები. 

ამ ეტაპზე აუდიტორიაში სწავლების განახლებაზე უარს 10-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტი ამბობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა