თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შალვა პაპუაშვილის განცხადებას პასუხობენ და აცხადებენ, რომ მასთან პრობლემურ საკითხებზე „არა თუ შეთანხმდნენ“, არამედ „უკიდურესად მტკიცე შეხედულებები გამოხატეს“

ნახვები: 607 ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შალვა პაპუაშვილის განცხადებას პასუხობენ და აცხადებენ, რომ მასთან პრობლემურ საკითხებზე „არა თუ შეთანხმდნენ“, არამედ „უკიდურესად მტკიცე შეხედულებები გამოხატეს“

ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურებიან, რომელშიც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ყველანი შეთანხმდნენ, რომ მმართველმა პარტიამ სწორი გააკეთა, როდესაც მათ ევროპელ კოლეგებს არ მოუსმინეს, რუსეთს სანქციები არ დაუწესეს და მიხეილ სააკაშვილი არ გაათავისუფლეს.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესახებ არსებული დაბნეულობის საპასუხოდ ვფიქრობ, აუცილებელია განვმარტო, რომ ჩვენ არ შევთანხმებულვართ, რომ საქართველო მართალი იყო, როდესაც ევროპული რჩევები და ღირებულებები უგულებელყო. ჩვენ უკიდურესად მტკიცე შეხედულებები გამოვხატეთ და არა „გარკვეული შეშფოთებები“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე.

„ნება მომეცით განვმარტო, რომ ჩვენ არც ერთ მათგანზე არ შევთანხმებულვართ. ჩემი მესიჯი საპირისპიროა: საქართველო სწორი მიმართულებით არ მიდის“, - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგნუს ცაჰკნა X-ზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა