კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ჰელსინკის კომისია - ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ

ნახვები: 543 ჰელსინკის კომისია - ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ

ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელ X-ზე წერს და Politico-ს სტატიას აზიარებს, რომელშიც საუბარია, რომ ამერიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის კანონპროექტის თანახმად, ანტიდემოკრატიული კურსის შეცვლის შემთხვევაში, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს.

„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისია.

ცნობისთვის, Politico-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ჯო უილსონი, კანონპროექტს MEGOBARI Act, კონგრესს სავარაუდოდ დღეს წარუდგენს. კანონპროექტი ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებასაც ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა