კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

რომან გოცირიძე უმრავლესობას - საკმარისია ორი კლასის IQ და ელემენტარული სინდის-ნამუსი იმისთვის, ადამიანი მიხვდეს, რას სჩადიხართ დღეს

ნახვები: 543 რომან გოცირიძე უმრავლესობას - საკმარისია ორი კლასის IQ და ელემენტარული სინდის-ნამუსი იმისთვის, ადამიანი მიხვდეს, რას სჩადიხართ დღეს

საკმარისია ორი კლასის IQ და ელემენტარული სინდის-ნამუსი იმისთვის, ადამიანი მიხვდეს, რას სჩადიხართ დღეს! ყველაფერს კარგად გრძნობთ, მაგრამ იმ ერთი ადამიანის მიერ შექმნილ უზნეო სისტემაში ხართ დატყვევებული! - ასე მიმართა “ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა რომან გოცირიძემ.

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გოცირიძემ განაცხადა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების რეალური მიზანი რუსულია და ეს მიზანია თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განადგურება, ავტორიტარული რეჟიმის შექმნა და ძალაუფლების გახანგრძლივებაა. 

“ეს მიზანი გააჩნია ბიძინა ივანიშვილს, რომლის მისაღწევად მას უღირსი მარიონეტები ჰყავს დაქირავებული - არ გაქვთ ნებელობა, სხვა გადაწყვეტილება მიიღოთ!“, - განაცხადა გოცირიძემ უმრავლესობის მისამართით.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა