ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

სალომე ზურაბიშვილი- ომი უკრაინაში გამოწვევაა ვიდგეთ ერთად - ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის, სადაც მშვიდობა და სამართლიანობა სუფევს

16.06.2024 ნახვები: 527

ომი უკრაინაში გამოწვევაა ვიდგეთ ერთად - ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის, სადაც მშვიდობა და სამართლიანობა სუფევს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიაში,“ უკრაინის მშვიდობის სამიტზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, სამწუხაროდ, ქართველებისთვის უცნობი არ არის უკრაინელების ეს განსაცდელი. საქართველოც რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების მსხვერპლია, რაც 21-ე საუკუნეში არ უნდა ხდებოდეს.

„800 დღეზე მეტია, რაც უკრაინელები წინ აღუდგნენ და მამაცურად იცავენ თავს რუსეთის ბრუტალური აგრესიისგან, რომელმაც წარმოუდგენელი ტანჯვა, ნგრევა და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვა გამოიწვია. 800 დღეზე მეტია, თითოეული ჩვენგანი შთაგონებულია უკრაინელების უშრეტი თავდადებითა და თავგანწირვით.

არ დავივიწყოთ, რომ ეს ომი არ ეხება მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს, ის გავლენას ახდენს მთლიანად ევროპის თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე და იმ ძირეულ იდეალებზე, რომელზეც საერთაშორისო თანამშრომლობისა და მშვიდობის ჩვენი გაგებაა დაფუძნებული.

ჩვენ ურყევი უნდა ვიყოთ ამ ქმედებების დაგმობაში და მტკიცენი უნდა ვიყოთ მშვიდობის მხარდაჭერაში. ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობისთვის. ეს არის ბრძოლა დემოკრატიის პრინციპების, თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისათვის.

სამწუხაროდ, ქართველებისთვის უცნობი არ არის უკრაინელების ეს განსაცდელი. საქართველოც რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების მსხვერპლია, რაც 21-ე საუკუნეში არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ დღესაც განვიცდით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისგან მიყენებულ ჰუმანიტარულ ზიანს.

ნათელია, რომ ომი უკრაინაში არ არის იზოლირებული კონფლიქტი, ის მეზობლების წინააღმდეგ მიმართული რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის გაგრძელებაა. სწორედ ამ მიზეზით ვცდილობთ ვიპოვოთ და მოვიპოვოთ გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობა უკრაინაში.

ევროპის სასიკეთო მომავლის უზრუნველსაყოფად, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ასევე, ყველა ტერიტორიულ კონფლიქტსა და ოკუპაციაზე, როგორებიცაა საქართველოსა და მოლდოვაში.

უკრაინაში მიმდინარე ომმა ყველას დაანახა ევროპის მნიშვნელობა, განსაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა მსოფლიოსთვის და ვიმედოვნებ, რომ ამ სამიტზე მნიშვნელოვანი დისკუსიები გრძელვადიან მშვიდობას ჩაუყრის საფუძველს.

ომი უკრაინაში თითოეული ჩვენგანისთვის ქმედებისკენ მოწოდება და გამოწვევაა, ვიდგეთ ერთად, სოლიდარობით დავიცვათ ის ღირებულებები, რომლებიც გვაკავშირებს და ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის, სადაც მშვიდობა და სამართლიანობა სუფევს.

ჩვენი ერთად დგომით კი, მშვიდობა და სამართლიანობა გაიმარჯვებს”, - აცხადებს პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა