ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ევრო 2024 | საფრანგეთი - ბელგია 1:0

01.07.2024 ნახვები: 522

ევრო 2024-ზე მერვედფინალური ეტაპი გრძელდება. დიუსელდორფში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ბელგია 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

ფაქტები

  • ევროპის ჩემპიონატზე მეცხრე ავტოგოლი გავიდა, რაც კონტინენტის პირველობისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. საკუთარ კარში ბურთი ამჯერად ბელგიელთა მცველმა, იან ვერტონგენმა ჩაჭრა.
  • საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ბოლოს 2016 წელს მოიგო. მაშინ დიდიე დეშამის გუნდმა ნახევარფინალში პორტუგალია დაამარცხა.
  • ფრანგ ფეხბურთელებს ტურნირზე ჯერ ღია თამაშიდან გოლი გატანილი არ აქვთ. მათ სასარგებლოდ მეორე ავტოგოლი გავიდა, ხოლო ერთხელ პენალტი კილიან მბაპემ გამოიყენა.

შეხვედრის პირველი ტაიმი დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და ვერცერთმა გუნდმა მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება ვერ მოახერხა. მეორე ნახევარში გუნდები უფრო გააქტიურდნენ და რამდენიმე მომენტიც შეიქმნა.

85′ წუთი. ბელგიის ნაკრების საჯარიმოში არეულობა შეიქმნა. საბოლოოდ, საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, რანდალ კოლო მუანიმ დაარტყა, რის შემდეგაც ბურთი საკუთარ კარში იან ვერტონგენმა გაიტანა.

 

 

საფრანგეთის ნაკრები ევრო 2024-ის მეოთხედფინალურ შეხვედრას ჰამბურგში 5 ივლისს ჩაატარებს, დეშამის გუნდის მეტოქე პორტუგალიასა და სლოვენიას შორის გამარჯვებული იქნება.

1tv.ge

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა