ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

რიში სუნაკი მოსახლეობას - თქვენ გააგზავნეთ მკაფიო სიგნალი, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს, მოვისმინე თქვენი გაბრაზება და ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მარცხზე

05.07.2024 ნახვები: 523

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების შემდეგ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტს დატოვებს, მაგრამ არა დაუყოვნებლივ.

„ამ შედეგის შემდეგ, მე დავტოვებ პარტიის ლიდერის თანამდებობას, არა დაუყოვნებლივ, არამედ მას შემდეგ, რაც მოხდება ფორმალური შეთანხმებები ჩემი მემკვიდრის არჩევის შესახებ“, - აღნიშნა სუნაკმა „დაუნინგ სთრითის“ გარეთ, სადაც მან გამოსამშვიდობებელი განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობამ არჩევნებით გაგზავნა მკაფიო სიგნალი, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს.

„ყველაფერი მივეცი ამ საქმეს, მაგრამ თქვენ გააგზავნეთ მკაფიო სიგნალი, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უნდა შეიცვალოს და თქვენი გადაწყვეტილება ერთადერთია, რაც მნიშვნელოვანია. მე მოვისმინე თქვენი გაბრაზება, თქვენი იმედგაცრუება და ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მარცხზე“, - აღნიშნა სუნაკმა.

მისი თქმით, ამაყობს იმ მიღწევებით, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე 20 თვის განმავლობაში აქვს.

„როდესაც პირველად ვიდექი აქ, როგორც თქვენი პრემიერ-მინისტრი, გითხარით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც მქონდა, უნდა დამებრუნებინა ეკონომიკაში სტაბილურობა. ინფლაცია მიღწეულია სამიზნე დონემდე, იპოთეკური განაკვეთები ეცემა და ეკონომიკური ზრდა დაბრუნდა. გავაძლიერეთ ჩვენი პოზიცია მსოფლიოში, აღვადგინეთ ურთიერთობები მოკავშირეებთან, ვხელმძღვანელობთ გლობალურ ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად და გავხდით ახალი თაობის ტრანსფორმაციული ტექნოლოგიების სახლი. ჩვენი გაერთიანებული სამეფოც უფრო ძლიერია. ვამაყობ ამ მიღწევებით. მჯერა, რომ ეს ქვეყანა უფრო უსაფრთხო, ძლიერი და დაცულია, ვიდრე 20 თვის წინ იყო და ის უფრო აყვავებული, სამართლიანი და მდგრადია, ვიდრე 2010 წელს იყო“, - აღნიშნა სუნაკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა