ექიმი - ჟურნალისტ გურამ როგავას აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა
ევროკავშირის ელჩი - ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ
პარლამენტთან გამართულ აქციაზე 43 პირია დაკავებული
ირაკლი კობახიძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი
ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დასანქცირებას მოითხოვს
ევროპარლამენტის უპრეცენდენტოდ მკაცრი რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე - რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება
თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესი

02.08.2024 ნახვები: 282

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება დღეს გამოქვეყნდა.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ბრძანების თანახმად, დოკუმენტი 2024 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა.

დეკლარაციის წარდგენის წესში წერია, რომ ორგანიზაციების მიერ უნდა იყოს წარმოდგენილი მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხის, ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს ოდენობის მიზნის შესახებ ინფორმაცია და ასევე, წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ ინფორმაცია.

მონიტორინგის დაწყების ერთ-ერთი საფუძველი კი შეიძლება გახდეს, უბრალოდ სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება. სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განახორციელოს მონიტორინგი.

ბრძანებას ერთვის შესაბამისი დანართები, რისი შევსებაც მოუწევთ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციებს:

    • „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების მიზნით გასაცემი სააღსრულებო ფურცლის ფორმა;
    • შესავსები საფინანსო დეკლარაცია;
    • ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შევსების, ოქმის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი;
    • ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმების აღრიცხვის სპეციალური რეესტრის შესახებ დოკუმენტი;

 

ბრძანების შესახებ დეტალები შემდეგნაირია:

განცხადების წარდგენა

1. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი რეგისტრაციის მიზნით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის (შემდგომ – იუსტიციის სახლი) მეშვეობით, სააგენტოს მატერიალური ფორმით წერილობით წარუდგენს განცხადებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე.

2. იუსტიციის სახლი ვალდებულია განცხადების წარდგენისთანავე დაარეგისტრიროს განცხადება ვებგვერდზე და მიანიჭოს მას უნიკალური სარეგისტრაციო ნომერი.

მუხლი 3. სუბიექტის ვებგვერდზე დაშვება

1. ვებგვერდზე სუბიექტის დაშვების მიზნით განცხადებაში უნდა მიეთითოს სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული, საქართველოში რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. აღნიშნული მონაცემები არ არის საჯარო. სუბიექტი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მონაცემების საჯაროობა და ვებგვერდზე გამოქვეყნება.

2. პირი პასუხისმგებელია იმ გარემოებაზე, რომ მის განცხადებაში მითითებული ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი არის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მფლობელობაში/სარგებლობაში ან/და უფლებამოსილი პირისგან მიღებული აქვს თანხმობა მათ გამოყენებაზე.

3. სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მობილური ტელეფონის ნომერზე სააგენტოს ელექტრონული სისტემიდან იგზავნება ერთჯერადი ვერიფიკაციის კოდი, რომლის მეშვეობითაც სააგენტოს უფლებამოსილი პირი მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ახდენს მობილური ტელეფონის ნომრის ვერიფიკაციას/დადასტურებას. თუ ვერ მოხდება მობილური ტელეფონის ნომრის ვერიფიკაცია/დადასტურება, სააგენტოს ამ მუხლით დადგენილი წესით უნდა წარედგინოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მობილური ტელეფონის სხვა ნომერი.

4. ვებგვერდზე დაშვების მიზნით სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მობილური ტელეფონის ნომერზე სააგენტოს ელექტრონული სისტემიდან იგზავნება აქტივაციის კოდი, „მომხმარებლის სახელი“, „მომხმარებლის პაროლი“ და ელექტრონული მისამართის ბმული.

5. სუბიექტისთვის გაგზავნილი „მომხმარებლის პაროლი“ დროებითია და სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია ელექტრონულ მისამართზე პირველსავე შესვლისას შეცვალოს ის.

6. „მომხმარებლის სახელისა“ და „მომხმარებლის პაროლის“ სათანადო წესით გამოყენებასა და მათი სხვა პირისთვის გადაცემის შემთხვევაში დამდგარ სამართლებრივ შედეგებზე პასუხისმგებელია სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

7. ვებგვერდზე სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვაზე უფლებამოსილი და კანონით განსაზღვრული განაცხადის წარდგენაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შეცვლის შემთხვევაში წინა ხელმძღვანელს უწყდება წვდომა სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე და ამ მუხლით დადგენილი წესის დაცვით, ერთჯერადი ვერიფიკაციის საფუძველზე, განახლებული მონაცემები („მომხმარებლის პაროლი“) ახალ ხელმძღვანელს მიეწოდება.

8. ვებგვერდზე სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვასა და კანონით განსაზღვრული განაცხადის წარდგენაზე უფლებამოსილი/პასუხისმგებელი შეიძლება იყოს სუბიექტის მხოლოდ ერთი ხელმძღვანელი/წარმომადგენელი პირი. თუ სუბიექტს ერთზე მეტი ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ჰყავს, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ვებგვერდზე სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვაზე უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი განისაზღვრება მათი შეთანხმების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს აღნიშნული უფლებამოსილება განსაზღვრული აქვს მმართველობითი ორგანოს მიერ, სადამფუძნებლო შეთანხმებით.

9. ვებგვერდზე სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე სუბიექტის დაშვებას სააგენტო განცხადების წარდგენიდან 2 სამუშაო დღეში უზრუნველყოფს.

მუხლი 4. დეკლარაციის წარდგენის წესი და ფორმა

1. სუბიექტი სუბიექტის ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღეში ელექტრონულად, ამ წესით დადგენილი ფორმის (№1.1–№1.12 დანართები) დაცვით ავსებს და სააგენტოს წარუდგენს განაცხადს, რომელიც იმავდროულად მისი საფინანსო დეკლარაციაა.

2. განაცხადის ავტორი განაცხადში ასახავს შემდეგ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში):

ა) განაცხადის ავტორის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) განაცხადის ავტორის ადგილსამყოფლის მისამართი;

გ) განაცხადის ავტორის ვებგვერდის მისამართი;

დ) ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ;

ე) ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ;

ვ) კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავალის რამდენი პროცენტის წყაროა უცხოური ძალა (მიეთითება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის განაცხადში);

ზ) კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავალის რამდენი პროცენტის წყაროა უცხოური ძალა (მიეთითება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტის განაცხადში);

თ) განაცხადის შევსების თარიღი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და ყოველწლიური დეკლარაცია სააგენტოს უნდა წარედგინოს ამ წესის №1.1–№1.12 დანართებით დადგენილი ფორმით, რომელიც ივსება ვებგვერდზე განთავსებული შესაბამისი ველების მეშვეობით.

მუხლი 5. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია

1. სააგენტო განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში სუბიექტს არეგისტრირებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად (შემდგომ – რეგისტრირებული ორგანიზაცია) და აღრიცხავს მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში, თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.

2. არასწორად ან/და არასრულყოფილად შევსებული განაცხადის ავტორი ვალდებულია ხარვეზი 10 სამუშაო დღის ვადაში აღმოფხვრას. თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, სააგენტო აღნიშნული ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღეში არეგისტრირებს განაცხადის ავტორს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და აღრიცხავს მას რეესტრში.

3. რეესტრში რეგისტრირდება და ვებგვერდზე აისახება რეგისტრირებული ორგანიზაციის:

ა) სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება;

ბ) იურიდიული მისამართი;

გ) მმართველობითი ორგანოს, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის/ორგანოს, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოსა და დამფუძნებელთა/საერთო კრების არსებობის შემთხვევაში − აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს და დამფუძნებელთა/საერთო კრების წევრის შესახებ და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემი;

დ) განაცხადი/საფინანსო დეკლარაცია.

4. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, რეესტრში სუბიექტის რეგისტრაციის შედეგად მზადდება ამონაწერი, რომელიც ვებგვერდზე ქვეყნდება სხვა დოკუმენტებთან ერთად. ამონაწერში აისახება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები და მას დაერთვის რეგისტრირებული ორგანიზაციის განაცხადი/საფინანსო დეკლარაცია.

5. სააგენტოს გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ჩაითვლება სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნება.

მუხლი 6. რეგისტრაციის გაუქმების წესი

1. რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც წინა კალენდარული წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით აღარ აკმაყოფილებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, უფლება აქვს, საფინანსო დეკლარაციის სააგენტოსთვის წარდგენისას მატერიალური ფორმით დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მიმართოს სამინისტროს იუსტიციის სახლის მეშვეობით, მისი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.

2. რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტო ამ სუბიექტს დაუყოვნებლივ ამორიცხავს რეესტრიდან. გადაწყვეტილება საჯაროა და ქვეყნდება ვებგვერდზე.

მუხლი 7. მონიტორინგის წესი

1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განახორციელოს მონიტორინგი − საკითხის სათანადო გამოკვლევა და შესწავლა.

2. მონიტორინგის დაწყების საფუძველია:

ა) სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;

ბ) სამინისტროსთვის იუსტიციის სახლის მეშვეობით წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას.

3. ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ 6 თვეში ერთხელ.

4. მონიტორინგის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი სუბიექტს უგზავნის წერილობით შეტყობინებას. წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს:

ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელიც აწარმოებს მონიტორინგს;

ბ) მონიტორინგის დაწყების თარიღსა და გადაწყვეტილების ნომერს;

გ) მონიტორინგის საგნისა და შინაარსის მოკლე აღწერას;

დ) მოთხოვნას ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულების თაობაზე იმის დასადგენად, აკმაყოფილებს თუ არა სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის კანონით დადგენილ კრიტერიუმებს.

5. სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ მონიტორინგის დაწყების შესახებ სუბიექტის ინფორმირება ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით.

6. სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოწოდების მოთხოვნით მიმართოს სხვა პირს/ორგანიზაციას/დაწესებულებას.

7. თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი აკმაყოფილებს კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო აღნიშნულ სუბიექტს სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე არეგისტრირებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. ამ შემთხვევაში აღნიშნული სუბიექტი 10 სამუშაო დღის ვადაში კანონის მოთხოვნათა დაცვით ავსებს და სააგენტოს წარუდგენს განაცხადს.

მუხლი 8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სხვა სათანადო საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, რისთვისაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა, მისი შევსების, ოქმის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, აგრეთვე მათი აღრიცხვის სპეციალური რეესტრის ფორმა განისაზღვრება №2.1, №2.2 და №2.3 დანართებით, ხოლო ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის ფორმა – №3 დანართით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა